ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ხელისუფლება ივანიშვილის ბოდიშის შემდეგ "ოცნებისგან" "რეალურ ნაბიჯებს" ელოდება

18.09.24 14:52
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ხელისუფლება ივანიშვილის ბოდიშის შემდეგ "ოცნებისგან" "რეალურ ნაბიჯებს" ელოდება

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალი, ბიძინა ივანიშვილის გორში გაკეთებული განცხადების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებისგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ითხოვს.

საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და ქართული მხარისგან "დოკუმენტირებულ უარს" ითხოვს "რესპუბლიკის წინააღმდეგ ძალის გამოყენებაზე".

"ჩვენ ველით, რომ ეს რეალური ნაბიჯი, რომელიც ადასტურებს ბ-ნი ივანიშვილის მიერ გამოთქმული კეთილი ზრახვების გულწრფელობას, უახლოეს მომავალში გახდება სამართლებრივად სავალდებულო.

სამხრეთ ოსეთის განვითარების პოლიტიკური ვექტორი ისტორიულად შეგნებული არჩევანია, რომელიც განპირობებულია რუსეთის ფედერაციასთან მოკავშირე და ინტეგრაციული კავშირების ყოვლისმომცველი გაძლიერების აუცილებლობით, რომელიც არის რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტი" -ნათქვამია კრემლის მარიონეტული რეჟიმის განცხადებაში.

  • რამდენიმე დღის წინ ბიძინა ივანიშვილმა გორში პარტიულ შეკრებაზე განაცხადა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ქართველმა ხალხმა აგვისტოს ომის გამო ბოდიში უნდა მოიხადოს. მან ასევე იმ ადამიანების დასჯა დააანონსა, ვისაც, მისი მტკიცებით, ამ ომის წამოწყებაში მიუძღვის წვლილი.

 

მსგავსი სიახლეები