მთავრობა საპატრიარქოს მიწის სამ ნაკვეთს გადასცემს - ნაკვეთებიდან ორი 1 ლარად, ერთი კი უსასყიდლოდ

18.09.24 15:34
მთავრობა საპატრიარქოს მიწის სამ ნაკვეთს გადასცემს - ნაკვეთებიდან ორი 1 ლარად, ერთი კი უსასყიდლოდ

საქართველოს მთავრობა საპატრიარქოს სამი მიწის ნაკვეთს გადასცემს - შესაბამისი განკარგულების მიხედვით, რომელიც 13 სექტემბრით თარიღდება, საპატრიარქო ორ ნაკვეთს პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 ლარად მიიღებს.

ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი განკარგულების თანახმად, მესამე ნაკვეთი კი საპატრიარქოს უსასყიდლოდ, 99-წლიანი სარგებლობის უფლებით გადაეცემა.

საპატრიარქოს გადაეცემა:

  • გორის სოფელ ყელქცეულში - 215 389 კვ/მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების ნაკვეთი;
  • თბილისში, ლეო და ნოდარ გაბუნიების ქუჩა #41ა-ში მდებარე 1004 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდგომი შენობა-ნაგებობები ( სამი ნაგეგბობა) - 1 ლარად.
  • მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ კევლიანში 5670 კვ/მ მიწის ნაკვეთი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი -  1 ლარად. 

 

მსგავსი სიახლეები