პრემიერი კამერებთან ამტკიცებს, რომ ხაზარაძე-გახარიას შესაძლო გაერთიანებას პესპექტივა არ აქვს

18.09.24 17:56
პრემიერი კამერებთან ამტკიცებს, რომ ხაზარაძე-გახარიას შესაძლო გაერთიანებას პესპექტივა არ აქვს

საქართველოს პრემიერი კამერებთან ამტკიცებს, რომ ხაზარაძე-გახარიას შესაძლო გაერთიანებას პესპექტივა არ აქვს.

ირაკლი კობახიძე ამ შესაძლო გაერთიანებაში პრეზიდენტის როლზეც საუბრობს და ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი როგორც მხარე ისე მონაწილეობს ამ პროცესში, რაც პრემიერის მტკიცებით, კონსტიტუციიის კიდეც ერთი დარღვევაა. 

კონსტიტუციის თანახმად, რა თქმა უნდა, პრეზიდენტი უნდა იყოს ზეპარტიული.  როდესაც საპარლამენტო მმართველობის სისტემაში, პრეზიდენტი ერთვება საარჩევნო პროცესებში, როგორც მხარე, ეს არის კონსტიტუციის კიდევ ერთი დარღვევა, თუმცა სალომე ზურაბიშვილისგან ჩვენ კონსტიტუციის დარღვევა ბუნებრივია არ გვიკვირს. კარგი ის არის, რომ რა თქმა უნდა,  ზურაბიშვილს ვერავიტარი გავლენა ვერ ექნება საქართველოში არჩევნების შედეგებზე. 

რაც შეეხება ხაზარაძე-გახარიას გაერთიანებას, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს ორ რამეზე - ერთი, რომ ისინი არიან უპრინციპო ადამიანები, ისინი ერთმანეთს უშვერი სიტყვებით ლანძღავდნენ და მოიხსენიებდნენ და დღეს ისინი აპირებენ გაერთიანებას. 

ეს კიდევ ერთხელ მეტყველოებს იმაზე, რომ ისინი არიან უპრინციპო ადამიანები. ასეთ უპრინციპო ადამიანების ერთობას ვერანაირი პერსპექტივა ვერ ექნება", - ამბობს კობახიძე. 

ხაზარაძე-გახარიას ძალების გაერთიანებისკენ პირველი ნაბიჯები გუშინ გადაიდგა - 17 სექტემბერს მამუკა ხაზარაძე და გიორგი გახარია ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ, შემდეგ კი ორბელიანების სასახლეში, სალომე ზურაბიშვილთან გადაინაცვლეს.

გაერთიანების ინიციატივა პრეზიდენტ ზურაბიშვილს ეკუთვნის, რომელმაც პოლიტიკოსები 17 სექტემბერს, რეზიდენციაში მიიწვია.  

 

მსგავსი სიახლეები