შედგება თუ არა დიდი ალიანსი? - ხაზარაძე და გახარია პრეზიდენტის სასახლეში მივიდნენ

18.09.24 20:01
შედგება თუ არა დიდი ალიანსი? - ხაზარაძე და გახარია პრეზიდენტის სასახლეში მივიდნენ

 

ამ წუთებში პრეზიდენტის სასახლეში მამუკა ხაზარაძე და გიორგი გახარია მივიდნენ. პირისპირ გამართული მოლაპარაკების ორი რაუნდის შემდეგ, საბოლოო შეთანხმებას ლიდერებმა სალომე ზურაბიშვილთან უნდა მიაღწიონ. შეათანხმა თუ არა მხარეებმა პოზიციები, ამის შესახებ გახარია და ხაზარაძე ამბობენ, რომ მათი გადაწყვეტილების შესახებ პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ გამოაცხადებენ.

ახლა ჯერი პრეზიდენტზეა. მისი აქტიურობა კი პრაქტიკულად ადასტურებს, რომ პრეზიდენტი საკუთარ თავს ამ ახალ პოლიტიკურ კოალიციაში მოიაზრებს.  

მანამდე კი იყო კიდევ პირისპირ მოლაპარაკებები ხაზარაძესა და გახარიას შორის.  ლიდერების გაკეთებულმა განცხადებებმა დატოვეს განცდა, რომ მხოლოდ დეტალები რჩებოდა  დასაზუსტებელი.  მამუკა ხაზარაძე და გიორგი გახარია  თანმხდებიან  კიდევ ერთ პრინციპულ გადაწყვეტილებაზე - აჩვენონ ხალხს  რას ნიშნავს კოალიციური მმართველობა და  როგორ შეიძლება საერთო იდეის გარშემო  სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტის გაერთიანება.  

დეტალები ნახეთ, ნანუკა ქაჯაიას ჩართვაში. 
 

მსგავსი სიახლეები