კობახიძის მუქარა შტატებს - ივანიშვილის გუნდი ვა-ბანკზე მიდის

18.09.24 20:12
კობახიძის მუქარა შტატებს - ივანიშვილის გუნდი ვა-ბანკზე მიდის

 

ოლიგარქი ვა-ბანკზე მიდის. მთავარი სტრატეგიული პარტნიორის დემონიზაციის შემდეგ ივანიშვილმა ვაშინტონთან ყველა ხიდის დაწვა გადაწყვიტა. საქართველოს იზოლაცია ამერიკისგან არ გამოიღებს კარგ შედეგს - აფრთხილებს "ქართულ ოცნებას" ელჩი დანიგანი. არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ამერიკულმა სანქციებმა  მმართველი გუნდი კუთხეში მიაყენა. ამიტომ პირველი დარტყმა ვაშინგტონზე მიიტანეს.  პრემიერი შეერთებულ შტატებს ურთიერთობების გაწყვეტით ემუქრება.  

ბელორუსიზაციის გზაზე დამდგარი ოლიგარქი თვითგადარჩენის რეჟიმშია და მზად არის ყველა გაწიროს. ამას ის ხალხი ამბობს, ვინც ივანიშვილს კარგად იცნობს და პრემიერის რადიკალური განცხადებების უკან სწორედ  არჩევნების წაგების  შიში ამოიკითხეს. ოლიგარქმა ფარად ისევ  უმრავლესობა დაიყენა. "ოცნების" დეპუტატები დღეს მწყობრში ჩააყენეს და ამერიკის სალანძღავად წინა პლანზე გამოიყვანეს.

დეტალები ნახეთ, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში. 
 

მსგავსი სიახლეები