სებ-ის უარი სანქციების აღსრულებაზე - ბიზნესმა განგაშის სიგნალი ჩართო

18.09.24 20:18
სებ-ის უარი სანქციების აღსრულებაზე - ბიზნესმა განგაშის სიგნალი ჩართო

 

ბიზნესმა განგაშის სიგნალი ჩართო. უკვე აღარავინ აღარ მალავს, რომ ქვეყნის ეკონომიკა ჩამოშლის ზღვარზეა.  ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება, თავი აარიდოს საერთაშორისო სანქციებს, ბიზნესმენებისთვის  გამაოგნებელია.  ეს ნიშნავს სრულ იზოლაციას და კოლაფსს.  ქვეყანაში ყველაფერი თავდაყირა მას შემდეგ დადგა, რაც ცენტრალური ბანკი სანქცირებული ძალოვანების მაშველ რგოლად იქცა.      

რეჟიმის  სამსახურში მყოფმა ეროვნულმა ბანკმა მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო კომერციული ბანკებიც.  თუ   მათ აიძულებენ, რომ  სპეცრაზმის შეფების ანგარიშები არ გაუყინონ,  მაშინ ჩნდება რეალური რისკი, რომ სანქციები გავრცელდება ბანკებზეც.  ეს კი  სისტემის ჩამოშლას ნიშნავს.  ეკონომიკური    კრისის პირველი ნიშნები დღეს უკვე გამოჩნდა.  ეროვნული ბანკის განცხადებიდან რამდენიმე საათში ლარმა გაუფასურება რეკორდული სისწრაფით დაიწყო.

დეტალები ნახეთ, ინა ცარციძის რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები