სოციალურად დაუცველების საგანგაშო სტატისტიკა - ოფიციალურ მონაცემებში ასახული მძიმე რეალობა

18.09.24 20:37
სოციალურად დაუცველების საგანგაშო სტატისტიკა - ოფიციალურ მონაცემებში ასახული მძიმე რეალობა

 

სოციალურად დაუცველების საგანგაშო სტატისტიკა - "ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის 12 წლისთავზე ყველა ანტირეკორდი მოხსნილია. "ოცნება" რომ ამტკიცებს, თითქოს, სიღარიბე დაძლია, საქართველოს მოსახლეობის თითქმის 20 პროცენტი სოციალურ შემწეობას იღებს. ოფიციალურ მონაცემებში ასახული მძიმე რეალობა "პირველებმა" ხალხთან გადაამოწმა. გამოკითხულებიდან ყოველი მეორე ჩვენს რეპორტიორს ეუბნებოდა, რომ თავის გატანა თვიდან თვემდე ისე უჭირს, როგორც არასდროს. 

ამ მძიმე რეალობის მიღმა კი შესაძლოა, იმალებოდეს "ოცნების" პოლიტიკური მანიპულაციაც. ანუ, არ არის გამორიცხული, ხელისუფლება წინასაარჩევნოდ სტატისტიკას ხელოვნურად ზრდიდეს და სოციალურად დაუცველთა ბაზაში შეჰყავდეს ადამიანები, რომლებიც პარალელურად დასაქმებულები არიან. ეს მათ წინააღმდეგ შანტაჟის ერთ-ერთი გზაა. არსებობს შემთხვევები, როცა ამომრჩეველს ემუქრებიან დახმარების მოხსნით, თუ "ოცნებას" ხმას არ მისცემენ.

ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები