"ოცნების" ტურნე გრძელდება - როგორ ემზადებიან რუსთავში ივანიშვილის დასახვედრად?

18.09.24 20:36
"ოცნების" ტურნე გრძელდება - როგორ ემზადებიან რუსთავში ივანიშვილის დასახვედრად?

 

რუსთავში ბიძინა ივანიშვილის დასახვედრად ემზადებიან - ქალაქში ცენტრალური ქუჩები უკვე გადაკეტილია და სცენაც მოწყობილია, სადაც ოლიგარქის ტყვიაგაუმტარი შუშის კოლბაც უკვე დგას.

აპირებენ თუ არა რუსთაველები "ოცნების" დამფუძნებლის მოსმენას? - ადგილობრივები "პირველებთან" საუბარში ამბობენ, რომ "ოცნების" მმართველობიდან 12 წლის შემდეგ მხოლოდ შეუსრულებელი დაპირებები შერჩათ, ამიტომ ოლიგარქის მორიგი დაპირებების მოსმენას აღარ აპირებენ. ნაწილი პარტიულ შეკრებაზე მისვლას მოუცლელობის გამო არ აპირებს. 

ნაწილი კი ხვალ "ოცნების" ღონისძიებაზე დასწრებას მხოლოდ იმიტომ გეგმავს, რომ ივანიშვილამდე საკუთარი მოთხოვნებია და პრეტენზიები მიიტანოს.

მოედნის გავსება ადგილობრივ ხელისუფლებას, სავარაუდოდ, ისევ საჯარო მოხელეების იძულებით მიყვანით მოუწევს.

რუთაველების ნაწილს 18 ნომერში ბორდელია გახსნილი. 3 წელია ვბრძოლობთ და ამ მიზანს ვერ მივაღწიეთ, ჩვენ თავი ვერ დავიცავით მთელი სადარბაზოს ხალხმა და არც ივანიშვილი მიშველის მე და არც არავინ მიშველის. დაზარალებული ვართ მთელი შენობის ხალხი", - ამბობს რუსთავის მკვიდრი. 

როგორ ემზადებიან რუსთავში ივანიშვილის დასახვედრად - ნახეთ, მარიამ მაკასარაშვილის ჩართვაში.

 

მსგავსი სიახლეები