სანქცირებული "ხარება" და მილერი - აღმოჩნდებიან თუ არა შტატების შავ სიაში სხვა მაღალჩინოსნებიც?
დიდი აურზაური მმართველ გუნდში. სანქციების შედეგი სახეზეა და ოლიგარქის სისტემა რღვევის ზღვარზეა. პოლიციის მაღალჩინოსნების დასანქცირება ოცნებისთვის მეხის გავარდნის ტოლფასი იყო. ახლა ხელისუფლება ყველა გზას მიმართავს, რომ ძალოვან უწყებებში ჩამოშლა აიცილოს თავიდან. ყველა ხვდება, რომ "ხარება" მხოლოდ დასაწყისია და შტატების შავ სიაში შეიძლება სხვა მაღალჩინოსნებიც აღმოჩნდნენ.
გომელაურს მძიმე დღეები დაუდგა. მინისტრის მთავარი დასაყრდენი რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დარბევაში გლობალურ დამნაშავეთა სიაშია. ასეთი მძიმე ვერდიქტი შს სამინიტროსთვის არასდროს გამოუტანიათ. გავლენიანი და განსაკუთრებული ნდობით აღჭურვილი სპეცრაზმის შეფის დასანქცირების შემდეგ შესაძლოა, პოლიციელებმა უკანონო დავალებების შესრულებაზე უარი თქვან. ეს კი სისტემაში აჯანყების ტოლფასია.
დეტალები ნახეთ, ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.