იმედი მაქვს, შეთანხმებას მივაღწევთ - ბადრი ჯაფარიძე გიორგი გახარიასთან მოლაპარაკებებზე

18.09.24 21:50
იმედი მაქვს, შეთანხმებას მივაღწევთ - ბადრი ჯაფარიძე გიორგი გახარიასთან მოლაპარაკებებზე

კოალიცია “ძლიერი საქართველოს “ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე გიორგი გახარიასთან მოლაპარაკებების მნიშვნელობაზე საუბრობს და ამბობს, რომ თუ შეთანხმება შედგა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მოლაპარაკებების დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა, ამბობს იმას, რომ პროგრესი მიღწეულია, გარკვეულ საკითხებში.

შეთანხმება დასრულებული არ არის, პროგრესი იქნა მიღწეული, გვაქვს მკაფიო პოზიცია, ეს წინასაარჩევნო ერთობა თუ შედგება, უნდა შედგეს თანაბარუფლებიან წევრად კოალიციაში გახარიას პარტიის მიღების გზით. ჩვენთვის მთავარია, რომ ის კოალიცია, რომელიც უკვე შემდგარი 4 პარტიისგან, ნებისმიერი ახალი სუბიექტი უნდა შემოვიდეს, როგორც თანაბაუფლებიანი პარტნიორი. ამაზე შეთანხმება რომ იყოს, მოლაპრაკებები დასრულებული იქნებოდა. ჩვენი ხედვა არის სამართლიანი, როდესაც მზად ვართ ახალი პარტნიორი მივიღოთ კოალიციაში, ისეთივე უფლებებით, როგორიც სხვებს აქვთ. შეთანხმება გულისხმობს ნომერსაც. შეთანხმება მიღწეულია, მაგრამ რა შეთანხმებაა ვერ გეტყვით, ეს მოიცავს ბევრს საკითხს, ამიტომ დაველოდოთ როგორ წარიმართება მოლაპარაკება პრეზიდენტთან. იმედი მაქვს, შეთანხმებას მივაღწევთ. მინდა, კმაყოფილებით ხაზი გავუსვა იმას, რომ გახარიამ ცალსახად განაცხადა, რომ მისი პარტია არ შექმნის კოალიციას “ოცნებასთან“, ეს იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი“,- განაცხადა ჯაფარიძემ.

ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ თუ მოლაპარაკებები შეთანხმებით დაგვირგვინდება, 26 ოქტომბრის არჩევნებში, ჯამურად ბევრად მეტ ხმას აიღებენ.

კონსოლიდირებული ერთობა აიღებს ოპოზციურ ფლანგზე ყველაზე დიდი რაოდენობის ხმებს, ჯამურად. ამ შეთანხმების შემთხვევაში დიდი ნაწილი “ოცნებას“ მოწყდება, რადგან მობეზრდათ მათი ხილვა და ეძებენ ძალას, რომელიც ჩანს ძალიან  სოლიდური“,- დასძინა მან. 

 

 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები