ხაზარაძე-გახარიამ პრეზიდენტის სასახლე დატოვეს

18.09.24 21:56
ხაზარაძე-გახარიამ პრეზიდენტის სასახლე დატოვეს

გიორგი გახარიამ და მამუკა ხაზარაძემ რამდენიმე წუთის წინ პრეზიდენტის სასახლე დტოვეს.

საუბარი მიდის კონსტრუქციულად, 1 საათში დავბრუნდებით - თქვა ხაზარაძემ. 

რაც შეეხება გახარიას, მას კომენტარი არ გაუკეთებია.

ძალების გაერთიანებისკენ პირველი ნაბიჯები გუშინ გადაიდგა - 17 სექტემბერს მამუკა ხაზარაძე და გიორგი გახარია ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ, შემდეგ კი ორბელიანების სასახლეში, სალომე ზურაბიშვილთან გადაინაცვლეს.

მამუკა ხაზარაძის და გიორგი გახარიას შეხვედრის მეორე რაუნდი ისევ არაფორმალურ გარემოში და პირისპირ დღესაც შედგა.

როგორც შეხვედრიდან გამოსული პოლიტიკოსები ამბობდნენ, "საბოლოო შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის".

მსგავსი სიახლეები