ბესელია ხაზარაძე- გახარიას გაერთიანებაზე - ოპოზიციურ ველზე ასეთი ფლანგის გაძლიერება მნიშვნელოვანია
"სამართლიანობის" ლიდერი, ეკა ბესელია გახარია - ხაზარაძის შესაძლო გაერთიანებას მნიშვნელოვან მოვლენად მიიჩნევს და ამბობს, რომ სწორდ ისეთი ოპოზიციური ფლანგი უნდა გაძლიერდეს, რომელიც ქმნის მნიშვნელოვან მიზიდულობას იმ ამომრჩეველზე, რომელიც ჯერ კიდევ ფიქრობს და ჯერ კიდევ არ აქვს საბოლოო გადაწყვეტილება.
ბესელია ამ პროცესში პრეზიდენტის როლის მნიშვნელობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ ზურაბიშვილი მხარს უჭერს პროცესს, რომლითაც შესაძლებელია იმ ძალების გაერთიანება საარჩევნოდ, რომელიც გამარჯვებასთან მიაახლოებს ამ პროცესს.
მნიშვნელოვანია გაძლიერდეს ის ფლანგი, ოპოზიციურ ველზე, რომელიც ქმნის მნიშვნელოვან მიზიდულობას იმ ამომრჩეველზე, რომელიც ჯერ კიდევ ფიქრობს და ჯერ კიდევ არ აქვს საბოლოო გადაწყვეტილება. ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ ისეთი პოლიტიკური პარტიების გაძლიერებას, რომელიც არ დატოვებს არცერთ ამომრჩეველს სახლში და გულგრილი არ იქნება არავინ ასეთი გაერთიანების მიმართ. ეს არის ის, რასაც უკვე საჯაროდ ვხედავთ, ამ პროცესს ხელს უწყობს საქართველოს პრეზიდენტი, მან საჭიროდ ჩათვალა მიხმარებოდა იმ პარტიების დაახლოებას, რომელიც ქმნის რეალურ ალტერნატივას “ოცნებისას“, იმ ამომრჩევლისთვის არის გაადვილებული შესაძლებლობა, ვინ “ოცნების“ ამომრჩეველი აღარაა. ამ პროცესში პრეზიდენტის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია“,- განაცადა ბესელიამ.
ბესელია მიიჩნევს, რომ “ეს არის სწორედ ის ცენტრი, რომელიც იქნება უდავო ალტერნატივა დღევანდელი სახელისუფლებო პარტიის.“
პრეზიდენტს სწორი ხედვა და გზა აქვს, თუ ამას მიყვებიან იქნება ძალიან კარგი“,- დასძინა მან.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.