პირველი ინტერვიუ კესარია აბრამიძის მეზობელთან
ტრანსგენდერი ქალის კესარია აბრამიძის ცხედარი ექპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
"პირველებისთვის" მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ტრანსგენდერ ქალს 10-ზე მეტი სასიკვდილო ჭრილობა აქვს მიყენებული.
დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
მედიამ ჩაწერა, მეზობელი, რომელიც ადასტურებს, რომ მოდელი ძალადობის მსხვერპლი მეგობარი მამაკაცისგან არაერთხელ გამხდარა.
არ ვიცი ერთად ცხოვრობდნენ თუ არა, მაგრამ ძალადობდა მასზე. სოციალურ ქსელში ხშირად წერდა ამაზე, აპრილში რომ მასზე ძალადობდნენ და მეობელმა გადაარჩინა. იყო ძლიერი ქალის მაგალითი და საუბრობდა, რომ ზოგადად ქალი საქართველოში არ იყო დაცული და მემც ვადასტურებ ამას, პირდაი გამოცდილება მაქვს, მეც მეუქრებიან ამ ეტაპზე მკვლელობით. განვაცხადე პოლიციაში, თუმცა ამ ადამიანს მხოლოდ გაფრთხილება მისცეს. მე მისი მეზობელი ვარ, კარგად ვიცნობდი და მის პარტნიორსაც ხშირად ვხედავდით ხოლმე, მაღაზიებში და ვიცოდით, რომ იყო მისი შეყვარებული“,- თქვა მეზობელმა.
- თბილისში, ტრანსგენდერი ქალი, მოდელი კესარია აბრამიძე დაახლოებით ერთი საათის წინ მოკლეს.
- მსახიობის ცხედარი დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში იპოვეს.
- შინაგან საქმეთა სამინისტროში მკვლელობის ფაქტს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
- შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.