სახელმწიფოს მხრიდან უნივერსიტეტებს მოეხსნებათ ის წინაღობები, რომლებიც დღეს არსებობს, რათა უნივერსიტეტები კამპუსურად განვითარდეს - ჯაფარიძე

18.09.24 23:23
სახელმწიფოს მხრიდან უნივერსიტეტებს მოეხსნებათ ის წინაღობები, რომლებიც დღეს არსებობს, რათა უნივერსიტეტები კამპუსურად განვითარდეს - ჯაფარიძე

"რა პირობასაც ვდებთ, ეს არის, რომ სახელმწიფოს მხრიდან უნივერსიტეტებს მოეხსნებათ ის წინაღობები, რომლებიც დღეს არსებობს, რათა უნივერსიტეტები კამპუსურად განვითარდეს", -ამის შესახებ  "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა გია ჯაფარიძე საუნივერსიტეტო კამპუსების პერსპექტივაზე საუბრისას განაცხადა.

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ღონისძიებაზე - „ერთიანობა“ -პასუხობს ხალხს“, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა გია ჯაფარიძემ უპასუხა შეკითხვას სტუდენტებისთვის ხარისხიანი განათლების ხელისშემშლელი ფაქტორების შესახებ. 

ეს პრობლემა არსებობს, მეც ჩემი სტუდენტების მხრიდან არაერთხელ მომისმენია და არის ეს პრობლემა, როცა მართლა უძილობისგან დაღლილ და გამოფიტულ სტუდენტს ლექციაზე, ფაქტობრივად, ეძინება, ვერ ისმენს, მასალის აღქმის უნარი ძალიან დაბალია, კითხვის დრო არ რჩება და სტუდენტობა არის ბევრი ათასი გვერდის წაკითხვა ერთ სემესტრში, თუ უნდა  რომ უმუშევრის დიპლომით არ გამოვიდეს უნივერსიტეტიდან. არის კიდევ მანდ სხვა პრობლემაც, რომელიც უკავშირდება, ასევე, კვებას, რადგან ხშირად არის შემთხვევები, როცა გამოფიტული სტუდენტი საკვების ნაკლებობას განიცდის. არის კიდევ სხვა პრობლემებიც, მაგრამ ესენი მგონია ძირითადი.

აქ თინამ ახსენა კამპუსები და იმის გარდა რომ ჩვენ გვინდა, კამპუსის ტიპის უნივერსიტეტები არსებობდეს, არსებულ უნივერსიტეტებსაც არ ეძლევათ იმის საშუალება, რომ კამპუსის ტიპის დასახლებები განავითარონ, იმიტომ რომ კერძო უნივერსიტეტებს ხელი ეშლებათ, გააკეთონ ისეთი კამპუსები, როგორიც არის აშშ-ში, გაერთიანებულ სამეფოში თუ ევროპის კავშირის წევრ სახელმწიფოებში, სადაც კამპუსი არ არის მხოლოდ საცხოვრებელი, კამპუსი არის კიდევ სოციალური ურთიერთობები, არის იმ ქსელის შექმნა, რომელიც უკვე შემდეგ ადამიანს ეხმარება თავისი პროფესიით განვითარებაში კამპუსი, ასევე, არის გართობა, რაც აუცილებლად უნდა ახლდეს სწავლას, და ერთი კიდევ, რა პირობასაც ვდებთ, ეს არის რომ სახელმწიფოს მხრიდან უნივერსიტეტებს მოეხსნებათ ის წინაღობები, რომლებიც დღეს არსებობს, რათა უნივერსიტეტები ასე, კამპუსურად განვითარდეს", - განაცხადა "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა გია ჯაფარიძემ შეკითხვის პასუხად. 

მსგავსი სიახლეები