პარტიებს, რომლებიც მზად არიან ამ მოღალატეობრივ რეჟიმს მშვიდობიანად შეებრძოლონ, კონკურენტებად არ განვიხილავთ - ბარამიძე

18.09.24 23:58
პარტიებს, რომლებიც მზად არიან ამ მოღალატეობრივ რეჟიმს მშვიდობიანად შეებრძოლონ, კონკურენტებად არ განვიხილავთ - ბარამიძე

“ერთიანობა- ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, გიორგი ბარამიძე კონკურენტ პარტიებზე საუბრობს და ამბობს, რომ მათ კონკურენტებად არ განიხილავენ, რადგან მათთან გასაყოფი არაფერი აქვთ.

ბარამიძის თქმით, ეს არჩევნები არის გადარჩენის, რომ როგორმე საქართველო “ხელიდან გამოგლიჯონ რუსეთს“.

ჩვენ მიხეილ სააკაშვილის გუნდი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ამ ბრძოლას ვუდგებით, როგორც საქართველოს გადარჩენის ბრძოლას, ამიტომ სხვა პარტიებს, რომლებიც მზად არიან ამ მოღალატეობრივ რეჟიმს მშვიდობიანად შეებრძოლონ, ანუ შეებრძოლონ პუტინის მე-5 კოლონას საქართველოში, არ განვიხილავთ როგორც კონკურენტებს, მათთან ჩვენ გასაყოფი არაფერი არ გვაქვს, ჩვენთვის ყველა პოტენციური პარტნიორია, მომავალ პარლამენტში. 

ჩვენ გვინდოდა ყველა პარტია გაერთიანებული ყოფილიყო, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანი არ არის, ვინ მეტ დეპუტატს გაიყვანს პარლამენტში, ეს არჩევნები არის საქართველოს გადარჩენის არჩევნები და ხელიდან უნდა გამოვგლიჯოთ რუსეთს. როცა გავათავისუფლებთ საქართველოს, უმოკლეს ვადაში უნდა გადიდგას ის ნაბიჯები, რომლებიც ძალადობისგან გაათავისუფლებს არჩევნებს და მერე ჩავატარებთ იმ არჩევნებს, სადაც სრულფსოვანი კონკურენცია გევქნება. ამის შემდეგ კი გვექნება შესაძლებლობა ვეპაექროთ სხვა პარტიებს, ნორმალური დემოკრტიული გარემოს პირობებში“,- განაცხადა ბარამიძემ “ტვ პირველის“ ეთერში.

მსგავსი სიახლეები