გარკვეული შეთანხმებები შედგა - ორბელიანების სასახლეში მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დასრულდა

19.09.24 00:10
გარკვეული შეთანხმებები შედგა - ორბელიანების სასახლეში მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დასრულდა

“გარკვეული შეთანხმებები შედგა“ - ორბელიანების სასახლეში მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დასრულდა.

როგორც შეხვედრიდან გამოსულმა გახარიამ ჟურნალისტებს უთხრა, მოსალაპრაკებები სავარაუდოდ, ხვალ დასრულდება.

მოლაპარაკებები არ დაასრულებულა, იმედი მქონდა დასრულდებოდა, დასრულდება ხვალ. გარკვეული შეთანხმებები შედგა, არის რაღაც საკითხები, რომელიც დასასრულელბელია. დარჩენილი იყო ერთი საკითხი, რომელიც ეხება პარიტეტის საკითხს, რომელიც ისე ვერ დალაგდა, თუმცა გამოსავალი ვნახეთ. დარჩა საკითხები, რომელიც დღის განმავლობაში დასრულდება.“,- განაცხადა გახარიამ.

მამუკა ხაზარაძემ განმარტა, რომ მთელი ეს პროცესი მიმართულია ერთი რამისთვის - საქართველო ევროპის გზას დაადგეს.

მთელი ეს პროცესი მიმართულია ერთი რამისთვის, რომ საქართველო ევროპის გზას დაადგეს, მოხდეს სრული კონსოლიდაცია პროდასავლური, ოპოზიციური ძალების, იმისთვის, რომ ქვეყანა მოკლე დროში  მშვიდობიან , სტაბილურ, თავისუფალ სამყაროსთან, ეს პროცესი დაიწყო ამისთვის. 

რაც შეეხება მოლაპარაკებას - არ არის მარტივი, პრინციპულად შეიძლება ითქვას, რომ ახლოს ვართ, აქვე გეტყვით, რომ თანამდებობებზე და სიებზე საუბარი არ არის, აქ არის აუბარი, როგორ დავამარცხოთ “ოცნება“ და შევქმნათ ახალი რეალობა იმისთვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ ძალიან მალე  გააკეთოს ის რეფორმები, რომლებიც ქარტითაა განსაზღვრული. მადლობა პრეზიდენტს და გიორგის რთული, მაგრამ კონსტრუქციული მოლაპარაკებისთვის. ხვალ გაგრძელდება შეხვედრა ისევ პრეზიდენტთან, სამუშაო ფორმატში“,- განაცხადა ხაზარაძემ.

მსგავსი სიახლეები