26 ოქტომბერს თბილისელები გაიმარჯვებენ და საქართველო იქნება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო - ფარულავა

19.09.24 10:45
26 ოქტომბერს თბილისელები გაიმარჯვებენ და საქართველო იქნება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო - ფარულავა

"26 ოქტომბერს თბილისელები გაიმარჯვებენ და საქართველო იქნება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო" - ამის შესახებ განცხადება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლისტაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ გააკეთა.

ფარულავას თქმით, გადამწყვეტი არჩევნების შემდეგ 14 მილიარდი იმ მნიშვნელოვან პროექტებს მოხმარდება, რომელიც ქვეყანას სასიცოცხლოდ სჭირდება.

თბილისი და თბილისელები ირჩევენ ერთიანობას, ევროპულ კეთილდღეობას, ძლიერ ოჯახს, რომ ბავშვებს ჰქონდეთ ევროპული განათლება, ევროპული პერსპექტივა და ცხადია, 26 ოქტომბერს თბილისელები გაიმარჯვებენ: საქართველო იქნება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო და 14 მილიარდი მოხმარდება იმ მნიშვნელოვან პროექტებს, რომელიც სასიცოცხლოდ სჭირდება მატ შორის, თბილისსა და თბილისის მუნიციპალიტეტს - ერთიანობით გავიმარჯვებთ", - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრმა ლაშა ფარულავამ.

მსგავსი სიახლეები