მუხიანში ვიყავით და ყველაზე მტკივნეული ისაა, რომ უამრავი სახლი გამოკეტილია, რადგან წარმოუდგენლად ბევრი ადამიანია წასული ემიგრაციაში - ჯაფარიძე

19.09.24 10:42
მუხიანში ვიყავით და ყველაზე მტკივნეული ისაა, რომ უამრავი სახლი გამოკეტილია, რადგან წარმოუდგენლად ბევრი ადამიანია წასული ემიგრაციაში - ჯაფარიძე

"მუხიანში ვიყავით ძალიან ბევრ ოჯახში და ყველაზე მტკივნეული ისაა, რომ უამრავი სახლი გამოკეტილია, რადგან წარმოუდგენლად ბევრი ადამიანია წასული ემიგრაციაში" - ამის შესახებ განცხადება  "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სოფო ჯაფარიძემ გააკეთა.

მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენლის თქმით, 26 ოქტომბერს ყველაფერი ცუდი დასრულდება და საქართველოს მოქალაქეები ღირსეულ ევროპულ ქვეყანაში იცხოვრებენ.

ახლა მუხიანში ვიმყოფებით, დილიდან ვიყავით ძალიან ბევრ ოჯახში და ყველაზე მტკივნეული რაც არის, ესაა რომ ძალიან ბევრი სახლია გამოკეტილი, იმიტომ რომ წარმოუდგენლად ბევრი ადამიანი წასულია ემიგრაციაში, მაგრამ ჩვენ ვდებთ პირობას, რომ ის პრობლემები, რომელთა წინაშეც ეს ადამიანები დგანან, 26 ოქტომბრის შემდეგ დასრულდება, ჩვენი მოქალაქეები დაბრუნდებიან ემიგრაციიდან და ქვეყნის მშენებლობის პროცესში ჩაერთვებიან. ერთხელ და სამუდამოდ დავასრულებთ ჩვენი ქვეყნის იზოლაციის მცდელობას, რისთვისაც ყველაფერს აკეთებს "ქართული ოცნება". დიახ, ქართველი ხალხი, ჩვენი მოქალაქეები, თბილისელები აირჩევენ ევროპას, ევროპულ კეთილდღეობას და ერთხელ და სამუდამოდ ეტყვიან უარს რუსეთს, იზოლაციას, სიღატაკეს, უპერსპექტივობას. 26 ოქტომბრის შემდეგ ეს ყველაფერი დასრულდება და ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი თბილისელები იცხოვრებენ ღირსეულ ევროპულ დედაქალაქში და ღირსეულ ევროპულ ქვეყანაში", - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ მუხიანში, მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ.

მსგავსი სიახლეები