კორძაია: 14 მილიარდი, რომელიც უნდა მოვიზიდოთ, გამარჯვების შემდეგ აუცილებლად მოხმარდება, მათ შორის, სტუდენტებსაც, რათა მათ რეალურად მიეცეთ სწავლის საშუალება

19.09.24 12:06
კორძაია: 14 მილიარდი, რომელიც უნდა მოვიზიდოთ, გამარჯვების შემდეგ აუცილებლად მოხმარდება, მათ შორის, სტუდენტებსაც, რათა მათ რეალურად მიეცეთ სწავლის საშუალება

"ჩვენ მიგვაჩნია, რომ ის 14 მილიარდი, რომელიც უნდა მოვიზიდოთ, გამარჯვების შემდეგ აუცილებლად მოხმარდება, მათ შორის, სტუდენტებსაც, რათა მათ რეალურად მიეცეთ სწავლის საშუალება და მიეცეთ შესაძლებლობა, არ იფიქრონ ბინის ქირაზე, ასევე, შევეცდებით, დავასუბსიდიროთ მათი ცხოვრების ხარჯები", - ამის შესახებ "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, თამარ კორძაიამ, თსუ-ს პირველ კორპუსთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა

კორძაია ამბობს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, სტუდენტებს აუშენდებათ კამპუსები, სადაც შეეძლებათ ცხოვრება და ეს ათასობით სტუდენტზე იქნება გათვლილი.

"მე 2010 წლიდან სტუდენტებს ვასწავლი სამართალს და მათ ძალიან კარგად იციან სხვაობა უსამართლო და სამართლიან კანონებს შორის და ძალიან კარგად ხედავენ იმას, რომ დღეს ქვეყანაში უსამართლო კანონებია, რომლებიც მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე აისახება, აისახება მათი სწავლის ხარისხზე. ამიტომ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ის 14 მილიარდი, რომელიც უნდა მოვიზიდოთ, გამარჯვების შემდეგ აუცილებლად მოხმარდება, მათ შორის, სტუდენტებსაც, რათა მათ რეალურად მიეცეთ სწავლის საშუალება და მიეცეთ შესაძლებლობა, არ იფიქრონ ბინის ქირაზე, რომელიც დღესდღეობით იმდენად მაღალია, რომ მისი გადახდა სტუდენტისთვის, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ამიტომ ჩვენ ვპირდებით სტუდენტებს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ავუშენებთ კამპუსებს, სადაც შეეძლებათ ცხოვრება, ეს იქნება ათასობით სტუდენტზე გათვლილი და მათ შორის, ჩვენ ვეცდებით, დავასუბსიდიროთ მათი ცხოვრების ხარჯები, რათა მათ არ ჰქონდეთ საფიქრალი ბინაზე, საკვებზე და საზრუნავად დარჩეთ მხოლოდ სწავლა. სტუდენტები იმსახურებენ ქვეყანას, სადაც კანონები არის სამართლიანი და ადაც მათ შესაძლებლობებს ეძლევა ფართო ასპარეზი", - განაცხადა "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა თამარ კორძაიამ.

მსგავსი სიახლეები