რუსთავის ქუჩებში კინოლოგები მუშაობენ - მისცემენ თუ არა სამაჩაბლოდან დევნილებს ივანიშვილთან მიახლოების უფლებას?
რუსთავის ქუჩებში კინოლოგები მუშაობენ - გაწვრთნილი ძაღლები სუპერ მარკეტებში, აფთიაქებში და ტყვია გაუმტარი აკვარიუმის გარშემო მიჰყავთ, რომ "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის უსაფრთხოებაში ყველა დარწმუნებული იყოს.
ცენტრალურ გამზირზე დასრულებულია სცენის მონტაჟი.
''ქართული ოცნების’’ საპატიო თავმჯდომარეს, რუსთავში აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული სამხედროების დედებიც ელოდებიან.
ერთ-ერთი მათგანის თქმით, მთავარი მტერი რუსეთია და ქართველებს ომის დაწყებაში არანაირი წვრილი არ მიუძღვით.
მე მინდა, რომ პირადად მივიდე და დაველაპარაკო. სამაჩაბლოდან ვარ წამოსული ჩვენ ოსები და ქართველები ახლოს ვიყავით და ომი ვინ დაიწყო პირველი ეს მე ვიცი. არ დაგვანახეს ისე დაგვიხოცეს ხალხი, ამას ის იტყვის ვისაც არ გამოუცდია. მე ვიცი, რომ პარლამენტში ისეთი ხალხი ზის, რომელმაც სამაჩაბლო საერთოდ არ იცის სად და როგორც არის. ოსები და ქართველები არაფერს შუაში არ არიან, ეს ყველამ უნდა გაიგოს, რომ რუსეთს უნდოდა ტერიტორია'',- ამბობს ერთ- ერთი ადგილობრივი.
''ვინაიდან ხელისუფლება ხელში აქვთ ჩაგდებული ყველაფრის უფლება აქვთ, ყველაფერს ამბობენ ჩვენს საწინააღმდეგოდ''- ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
ძალიან უყურადღებობაა, თამამად ვიტყვი ამ სიტყვას, ვინაიდან ხელისუფლება ხელში აქვთ ჩაგდებული ყველაფრის უფლება აქვთ, ყველაფერს ამბობენ ჩვენს საწინააღმდეგოდ. სტუდენტები არიან მოუწესრიგებლად ფინანსურად, გადაადგილება უჭირთ სასწავლებელში წასვლაზე. ეს იმიტომაა გაკეთებული ეს სცენა, კოსტავას ქუჩაზე, რომ ამას სათქმელი აქვს ბატონ ბიძინას, რომ ბოდიშ მოუხადოს რუსებს ამისთვის მოდის'',- აცხადებს რუსთავის მკვიდრი.
მოქალაქეები ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსული დავალების შემსრულებელი და გამხმოვანებელია.
ივანიშვილი ხალხისთვის არ არის მოსული. ის საქართველოსთვის არ არსი მოსული. ის ჩამოსულია რუსეთის სასიამოვნოდ, რუსეთს ასიამოვნოს ყოველი დღე, ყოველი წუთი" ,- ამბოს ერთ-ერთი მოქალაქე.
რუსთავში "ოცნების" ღონისძიება 6 საათზე, მხარდამჭერი კონცერტით გაიხსნება, ამისთვის ცალკე სცენა არის დამონტაჟებული. დაახლოებით ორ საათში კი ბიძინა ივანიშვილი და "ოცნების" ლიდერები რუსთავის მოსახლეობას მიმართავენ.