სააკაშვილის სასამართლო პროცესი არის მორიგი პოლიტიკურად მოტივირებული პროცესი, რომელსაც სამართალთან კავშირი არ აქვს - ჯაფარიძე
"ეს არის მორიგი პოლიტიკურად მოტივირებული პროცესი, რომელსაც რეალურად სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს" - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სოფო ჯაფარიძემ მიხეილ სააკაშვილის პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი ქვეყნის სიყვარულისთვის ისჯება.
ეს არის მორიგი პოლიტიკურად მოტივირებული პროცესი, რომელსაც რეალურად სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს. მიხეილ სააკაშვილი ისჯება ქვეყნის სიყვარულისთვის, იმისათვის, რომ მან ყველაფერი გააკეთა ჩვენი ქვეყნის დასავლური კურსისთვის, მაგრამ 26 ოქტომბრის შემდეგ ეს ყველაფერი აუცილებლად დასრულდება, ჩვენ გვექნება დამოუკიდებელი სასამართლო. რომელიც ასე ჭირდება ჩვენს ქვეყანას და თითოეულ ჩვენს მოქალაქეს. დამთავრდება ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრობა და იზეიმებს სამართალი.“ - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.