26 ოქტომბრამდე ჩვენ ყველაფერს გავუძლებთ, მაგრამ მთავარია, ერთიანობით დავამარცხოთ ეს მოღალატე ხელისუფლება - კორძაია

19.09.24 16:15
26 ოქტომბრამდე ჩვენ ყველაფერს გავუძლებთ, მაგრამ მთავარია, ერთიანობით დავამარცხოთ ეს მოღალატე ხელისუფლება - კორძაია

"პერსონალური სანქციები, შესაძლოა, გაგრძელდეს, მაგრამ მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენ, ერთიანობით უნდა დავასრულოთ ეს უკუსვლა და დავიბრუნოთ ყველა ის სიკეთე, რაც გვქონდა", - ამის შესახებ "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა თამარ კორძაიამ აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, “26 ოქტომბრამდე ყველაფერს გავუძლებთ, მაგრამ მთავარია, ერთიანობით დავამარცხოთ ეს მოღალატე ხელისუფლება.“

სანქციებზე მინდა ვთქვა, რომ პერსონალური სანქციები, შესაძლოა, გაგრძელდეს, მაგრამ მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენ, ერთიანობით უნდა დავასრულოთ ეს უკუსვლა და დავიბრუნოთ ყველა ის სიკეთე, რაც გვქონდა, და დავიბრუნოთ იმის შანსი, რომ საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ უვიზო მიმოსვლა აშშ-თან. 26 ოქტომბრამდე ჩვენ ყველაფერს გავუძლებთ, მაგრამ მთავარია, ერთიანობით დავამარცხოთ ეს მოღალატე ხელისუფლება", - განაცხადა "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა თამარ კორძაიამ.

მსგავსი სიახლეები