დღეს მოვდიოდი ხელმოსაწერად, ვსაუბრობ კოალიციის სახელით - მამუკა ხაზარაძე
კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ლიდერის პირველი კომენტარი "გახარია-საქართველოსთვის" განცხადებასთან დაკავშირებით - მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ გაერთიანებისთვის მზად იყო და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეთანხმებაზე ხელმოსაწერად მიდიოდა, როცა გახარიას პარტიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ "შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა".
2-3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ინტენსიური მოლაპარაკება, პრეზიდენტის ჩართულობით. გუშინ ჩვენ პრინციპულად მივაღწიეთ შეთანხმებას. ამის შესახებ გუშინ საღამოს გითხარით გუშინ ჩვენ პრინციპულად მივაღწიეთ შეთანხმებას. დღეს, 14:00 საათზე გითხარით, რომ ჩვენი ჯგუფი და კოალიცია მზად არის ხელმოსაწერად და ველოდებით პრეზიდენტის მიერ დანიშნულ საათს. დაახლოებით 15:00 საათი იყო თუ 4 იყო დაწყებული, მე ვნახე განცხადება, რომელიც გახარიას პარტიამ გამოაქვეყნა. ჩვენ იმ პრინციპებზე, რომელიც გუშინ მოვილაპარაკეთ, მე მზად ვარ“, - თქვა ჟურნალისტებთან მამუკა ხაზარაძემ.
ხაზარაძე ხაზგასმით ამბობს, რომ ის მოლაპარაკებებში კოალიცია "ძლიერინ საქართველოსთვის" სახელით მონაწილეობდა.
„მე რახან აქ ვლაპარაკობ და დღეს მოვდიოდი ხელმოსაწერად, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვსაუბრობთ კოალიციის სახელით“, - დასძინა მან.
ხაზარაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანას დღეს იმაზე მაღლა დადგომა სჭირდება, ვიდრე ტექნიკური საკითხებია და სწორედ ამის გამო დაიწყო გახარიას გუნდთან მოლაპარაკებები.
საბოლოო ჯამში, ბევრი დოკუმენტი გამიფორმებია, ბოლო მომენტამდე არის ვნებათაღელვა, მაგრამ ეს მთავრდება, როგორც კი ხელი ეწერება. ჩვენ ამ ხელმოწერისთვის ვიყავით მზად გუშინ, როცა პრეზიდენტის სასახლე დავტოვე. არ ვიცი რა შეიცვალა. მე პატივს ვცემ კოალიციის იმ წევრებს, რომლებიც ჩვენთან არიან ზომის, წონის მიუხედავად, ვის უფრო მეტი ხალხის რაოდენობა ჰყავს. ჩვენ გამოვედით ერთიანი პოზიციით. პარიტეტი ჩვენს შორის, „ლელო“-სა და გახარიას პარტია შორის არის, ამაზე ჩვენ შევთანხმდით, მოლაპარაკებულია. ჩვენ სახელიც კი შევცვალეთ ეს აღარაა „ლელო“ არის „ძლიერი საქართველო“ და ის სამი სუბიექტიც, რომლებიც შემოვიდნენ კოალიციაში, ისინიც უნდა ყოფილიყვნენ გათვალისწინებულები“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ინფორმაციით, „ძლიერ საქართველოსთან“ შეთანხმების მიღწევა ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ მათ პარტიასა და „ლელოს“ შორის დაწყებული დისკუსია აჩენს პოზიტიურ მოლოდინებს, მომდევნო მოწვევის პარლამენტში თანაშრომლობასთან დაკავშირებით.