იყო თუ არა შესაძლებელი ტრაგედიის თავიდან აცილება? - ადვოკატი სახელმწიფოს მხრიდან გულგრილობაზე საუბრობს
იყო თუ არა შესაძლებელი კიდევ ერთი ტრაგედიის თავიდან აცილება? - "უფლებები საქართველოს" ადვოკატი სახელმწიფოს მხრიდან გულგრილობაზე საუბრობს და ამბობს, რომ როდესაც ტრანსგენდერი ქალი ჯერ კიდევ თვეების წინ სოციალურ ქსელში საჯაროდ წერდა, რომ ის ძალადობის მსხვერპლი იყო და მსგავს მდგომარეობაში მყოფ ქალებს დუმილის ნაცვლად საუბარს ურჩევდა, სწორედ ეს უდნა გამხდარიყო შსს-ს მხრიდან გამოძიებსი დაწყების საფუძველი
უფლებადამცველი "პირველებთან" ამბობს, რომ სასტიკად მოკლული ტრანსგენდერი ქალი, ფიზიკური დაზიანებებით და ტვინის შერყევით, კლინიკაშიც კი ჰყავდათ შეყვანილი.
როდესაც მსხვერპლი ამის შესახებ საჯაროდ, არაერთხელ სოციალურ ქსელში ამბობდა და მოუწოდებდა ქალებს, რომ თავადაც ძალადობის მსხვერპლი იყო და არ გაჩერებულიყვნენ, ეს უნდა ყოფილიყო შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ინფორმაციის საფუძველი, რომ დაეწყოთ გამოძიება, მითუმეტეს, რომ კესარია იყო საავადმყოფოში ტვინის შერყევით და ამასტან, არაერთი მეზობელი ფლობდა ინფორმაციას, რომ უმძიმესი ძალადობის შესახებ, ბოლო ორი წლის მანძლზე", - ამბობს "უფლებები საქართველოს" ადვოკატი ელისო რუხაძე.
მოდელი და მსახიობი, ტრანსგენდერი ქალი გუშინ, 18 სექტემბერს, თბილისში, საკუთარ სახლში მოკლეს. კესარია აბრამიძის მკვლელობის ბრალდებით, მისი მეგობარი მამაკაცი ბექა ჯაიანი დააკავეს.
"პირველების" ინფორმაციით, ჯაიანი მაშინ დააკავეს, როცა ის ქვეყნიდან გაქცევას გეგმავდა.
მკვლელობის საქმეში დევს სათვალთვალო კამერის ჩანაწერები, რომელშიც ჩანს, რომ კესარია აბრამიძის სახლში შესვლიდან 10 წუთში ის კიბიის დახმარებით გარბის. "პირველების" ინფორმაციით, საქმეში ასევედევს ერთ-ერთი ოქროს მოწმის, ტაქსის მძღოლის ჩვენებაც.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს.