შეიქმნება თუ არა ოპოზიციურ ველზე კიდევ ერთი მსხვილი პოლიტიკური ალიანსი? - სააკაშვილმა პარტია "ახალს" ერთობა შესთავაზა

19.09.24 17:01
შეიქმნება თუ არა ოპოზიციურ ველზე კიდევ ერთი მსხვილი პოლიტიკური ალიანსი? - სააკაშვილმა პარტია "ახალს" ერთობა შესთავაზა

შეიქმნება თუ არა ოპოზიციურ ველზე კიდევ ერთი მსხვილი პოლიტიკური ალიანსი? - მიხეილ სააკაშვილი პარტია "ახალს" მოუწოდებს, "ქართული ოცნების" დასამარცხებლად გახდეს "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" მოკავშირე ძალა.

შეთავაზება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა შვიდი ნოემბრის საქმესთან დაკავშირებით სასამართლო სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს გააკეთა.

"ვივა მედის" პალატიდან დისტანციურ ჩართვაზე სააკაშვილმა პირდაპირ თქვა, რომ ახლა ოპოზიციამ პირადი დაპირისპირებები უკანა პლანზე უნდა გადაწიოს და გადამწყვეტი არჩევნების წინ ქვეყნის გადასარჩენად გაერთიანდეს. 

ჩემი ინიციატივა იყო თავიდან, რომ ყველანი გავერთიანებულიყავით. ეს არ გამოდის. კიდევ ვუბრუნდები ინიციატივას "ახლების" მიმართ, რომ ჩვენ მაინც გავერთიანდეთ. გავერთიანდეთ იმისათვის, რომ რაც უფრო მსხვილები ვიქნებით, მით უფრო ძლიერები ვიქნებით. "ნაციონალური მოძრაობა" ყველა შემთხვევაში ამ არჩევნებში გავა პირველ ადგილას. ახლა გადავდოთ გვერდზე ყველა ინტრიგები, მაქსიმალური კონსოლიდაცია და გამარჯვება, მხოლოდ გამარჯვება", - ამბობს სააკაშვილი.

მსგავსი სიახლეები