სიძულვილი კლავს! - ნაცვლიშვილი კესარიას მკვლელობაზე
"სიძულვილი კლავს" - "ძლიერი საქართველოს" ლიდერის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, კესარიას მკვლელობა კიდევ ერთხელ ადასტურებს სახელმწიფოს მხრიდან არაეფექტურ რეაგირებას.
ნაცვლიშვილის თქმით, ყოველი ქმედება, რომელიც სიძულვილის დასრულებას არ ემსახურება, მსგავს შემზარავ დანაშაულებს ახალისებს.
ეს შემზარავი ამბავი, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სიძულვილი კლავს და შეუძლებელია, საზოგადოებამ იცხოვროს სიძულვილში. ჩვენ გვინახავს არაერთი მკვლელობა, არაერთი ძალიან მძიმე დანაშაული, სიძულვილით მოტივირებული, მაგრამ არ გვინახავს სახელმწიფოს მხრიდან ამაზე ეფექტური რეაგრიება და ყოველი ქმედება, რომელიც სიძლვილის დასრულებას და სიძულვილის მიმღებლობით ჩანაცვლებას არ ემსახურება, ახალისებს, მსგავს შემზარავ დანაშაულებს", - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.
მოდელი და მსახიობი, ტრანსგენდერი ქალი გუშინ, 18 სექტემბერს, თბილისში, საკუთარ სახლში მოკლეს. კესარია აბრამიძის მკვლელობის ბრალდებით, მისი მეგობარი მამაკაცი ბექა ჯაიანი დააკავეს.
"პირველების" ინფორმაციით, ჯაიანი მაშინ დააკავეს, როცა ის ქვეყნიდან გაქცევას გეგმავდა.
მკვლელობის საქმეში დევს სათვალთვალო კამერის ჩანაწერები, რომელშიც ჩანს, რომ კესარია აბრამიძის სახლში შესვლიდან 10 წუთში ის კიბიის დახმარებით გარბის. "პირველების" ინფორმაციით, საქმეში ასევედევს ერთ-ერთი ოქროს მოწმის, ტაქსის მძღოლის ჩვენებაც.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს.