სამწუხაროდ, “ლელომ“ ვერ შეძლო თავისი კოალიციის შიგნით შეთანხმების მიღწევა - ანა ბუჩუკური
“პარტია საქართველოს“ წევრი, ანა ბუჩუკური ირწმუნება, რომ გახარია- ხაზარაძეს შორის შეთანხმება შედგა, უბრალოდ კოალიციის სხვა წევრები არ იყვნენ თანახმა.
ბუჩუკური იმედოვნებს, რომ ეს დისკუსია დაეხმარება მხარეებს სამომავლოდ პარლამენტში პარტნიორობაში.
სამწუხაროდ, „ლელომ“ ვერ შეძლო კოალიციის შიგნით თავის პარტნიორებთან შეთანხმების მიღწევა ჩვენი სამომავლო თანამშრომლობის შესახებ. დრო შეზღუდულია, არჩევნები საკმაოდ ახლოსაა, სპეციალური პროცედურებია და ამ პროცედურებს კიდევ თავისი ვადები აქვს. შესაბამისად, შეთანხმება ამ ეტაპზე არ შედგა. მაგრამ დადებითია რომ ის, რომ „ლელოსთან“ დისკუსია გვქონდა, იმედს გვიჩენს სამომავლოდ, პარლამენტში მომავალი პარტნიორობისთვის“, - განაცხადა ბუჩუკურმა.
რაც შეეხება კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ლიდერს - მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ მისი კოალიცია მზად იყო, ხელმოწერისთვის და ელოდებოდა პრეზიდენტის მიერ დანიშნულ დროს.
"ჩვენ ამ ხელმოწერისთვის ვიყავით მზად გუშინ, როცა პრეზიდენტის სასახლე დავტოვე. არ ვიცი რა შეიცვალა" - უთხრა მედიას "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა.