სააკაშვილი: ხატია დეკანოიძემ კარგად იცის, თუ რამხელა ძალისხმევა დაგვჭირდა აშშ-სთან ურთიერთობის დასაწყობად

19.09.24 18:02
სააკაშვილი: ხატია დეკანოიძემ კარგად იცის, თუ რამხელა ძალისხმევა დაგვჭირდა აშშ-სთან ურთიერთობის დასაწყობად

"ქართული ოცნების" ანტი დასავლური და ანტი ამერიკული განცხადებები იყო საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართვის ერთ-ერთი მთავარი თემა. 

"ვივა-მედიდან" სასამართლოზე ჩართვისას მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება მისი ხელისუფლების ნაბიჯებზე გაამახვილა და თქვა, რომ წინა ხელსუფლებას უზარმაზარი ძალისხმევა დასჭირდა იმისთვის, რომ ქვეყანასთან ამერიკასთან ურთიერთობა დაეწყო. 

მესამე პრეზიდენტმა "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს, ხატია დეკანოიძეს მიმართა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 

"დარბაზში ხატია დეკანოიძეა, რომელმაც კარგად იცის, თუ რამხელა ძალისხმევა დაგვჭირდა ამერიკასთან ურთოერთობის დასაწყობად" - თქვა სააკაშვილმა. 

მისი თქმით, წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში შტატებთან საქართველოს მისაბაძი ურთიერთობა ჰქონდა - "ამერიკა ყოველ კვირას მოგვიხსენიებდა როგორც დემოკრატიის შუქურად".

დარბაზში არის ხატია დეკანოიძე, მივესალმები მას. ხატიამ ძალიან კარგად იცის, ის მუშაობდა ამერიკის საელჩოში, რა ძალისხმევა დაგვჭირდა ჩვენ ამერიკასთან ურთიერთობის დაწყობის, ამ დახმარების მოპოვების, საქართველოს პოზიციის განმტკიცების. ყოველ კვირას ამერიკის პრეზიდენტი საქართველოს ახსენებდა, როგორც მისაბაძ მაგალითს, როგორც დემოკრატიის შუქურას. სად წავიდა ეს ყველაფერი", - ამბობს სააკაშვილი. 

მსგავსი სიახლეები