ხუხაშვილი ხაზარაძე-გახარიას გაერთიანებაზე - “ახლა ვერ შეძლეს, პოსტ-საარჩევნოდ შეძლებენ“

19.09.24 18:14
ხუხაშვილი ხაზარაძე-გახარიას გაერთიანებაზე - “ახლა ვერ შეძლეს, პოსტ-საარჩევნოდ შეძლებენ“

ექსპერტი, გია ხუხაშვილი გახარია-ხაზარაძეს შორის მოლაპარაკებების ჩაშლაში დრამატულს ვერაფერს ხედავს და ამბობს, რომ შესაძლოა, მათ გაერთიანება პოსტ-საარჩევნოდ შეძლონ.

ხუხაშვილი აცხადებს,  რომ “ახლა მთავარია, ყველამ წინ იყუროს, რადგან ქვეყანაა გადასარჩენი“.

მიუხედავად იმისა, რომ გაერთიანება მნიშვნელოვნად გააადვილებდა ამოცანას, არაფერი დრამატული არ მომხდარა. ახლა ვერ შეძლეს, პოსტ-საარჩევნოდ შეძლებენ.

ახლა ყველამ წინ უნდა ვიყუროთ, რადგან ქვეყანაა გადასარჩენი.

კარგი იქნება, თუ იმის პრევენციას მაინც მოახდენენ, რომ კიდევ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდეს “ციხე შიგნიდან ტყდება” პრინციპით და ყველაფერი კარგად იქნება“,- წერს ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ინფორმაციით, „ძლიერ საქართველოსთან“ შეთანხმების მიღწევა ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ მათ პარტიასა და „ლელოს“ შორის დაწყებული დისკუსია აჩენს პოზიტიურ მოლოდინებს, მომდევნო მოწვევის პარლამენტში თანაშრომლობასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება კოალიცია  “ძლიერი საქართველოს“ ლიდერს -  მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ მისი კოალიცია მზად იყო, ხელმოწერისთვის და ელოდებოდა პრეზიდენტის მიერ დანიშნულ დროს.

"ჩვენ ამ ხელმოწერისთვის ვიყავით მზად გუშინ, როცა პრეზიდენტის სასახლე დავტოვე. არ ვიცი რა შეიცვალა" - უთხრა მედიას "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა. 

მსგავსი სიახლეები