ჩაიშალა თუ დროებით გადაიდო ხაზარაძე-გახარიას ერთობა? - რატომ ჭიანურდება ყველაზე დიდი ოპოზიციური გაერთიანების შექმნა?

19.09.24 20:16
ჩაიშალა თუ დროებით გადაიდო ხაზარაძე-გახარიას ერთობა? - რატომ ჭიანურდება ყველაზე დიდი ოპოზიციური გაერთიანების შექმნა?

პრეზიდენტის განცხადების მოლოდინში. სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც ახალი პოლიტიკური ერთობის შექმნის ინიციატორია, ახლა უნდა თქვას, რატომ შევიდა პროცესი ჩიხში. დღეს როდესაც ყველა ელოდა, რომ შეთანხმება უნდა გაფორმებულიყო, პროცესი დაპაუზდა. კამერების წინ არ გამოჩენილა გიორგი გახარია, ხაზარაძე კი, რომელიც დათქმულ დროს პრეზიდენტთან მივიდა, ამბობს, რომ ის კოალიციის სახელით შეთანხმების ხელმოსაწერად მზად იყო, თუმცა გახარიას ფეისბუქ პოსტმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა. 

რა შეიცვალა  რამდენიმე  საათში?  გვიან ღამით პრეზიდენტის სასახლიდან გამოსული გახარია ამტკიცებდა, რომ შეთანხმება, მათ შორის პარიტეტთან დაკავშირებით, შედგა. ლიდერების განცხადებებიდან რჩებოდა განცდა, რომ დარჩენილი იყო ყველაზე დიდი  კოალიციის  მხოლოდ   ოფიციალური ხელმოწერა. თუმცა მოვლენები რადიკალურად გახარიას პარტიის მიერ გავრცელებული განცხადების  შემდეგ შეიცვალა. მამუკა ხაზარაძე პრეზიდენტთან დღეს მარტო მივიდა. 

რას ამბობენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში?- ნანუკა ქაჯაიაა პირდაპირ ეთერში.

მსგავსი სიახლეები