ოლიგარქის მოსასმენად იძულებით მიყვანილი ადამიანები - რა ხდება რუსთავში?

19.09.24 20:24
ოლიგარქის მოსასმენად იძულებით მიყვანილი ადამიანები - რა ხდება რუსთავში?

ოლიგარქის მოსასმენად იძულებით მიყვანილი ადამიანები კამერებთან სახეებს მალავენ.  ამ წუთებში ქალაქი რუსთავი პარალიზებულია. ცოტა ხანში მოქალაქეებს დაჯავშნილი აკვარიუმიდან ბიძინა ივანიშვილი მიმართავს. რუსთავში მცხოვრებლები რომ ვერ დაითანხმეს,  ხალხი ჩაიყვანეს ბოლნისიდან, თეთრიწყაროდან და მანგლისიდან. ბაღებისა და სკოლების მასწავლებლები, თანამშრომლები  მოხუცთა თავშესაფრიდან და  ბიბლიოთეკიდან.

ნაწილი აღიარებს, რომ დირექტორების დირექტივას დაემორჩილნენ და რუსთავში მათი მოთხოვნის გამო ჩავიდნენ. მანამდე კი ოლიგარქის უსაფრთხოების გამო რუსთავში  წარმოუდგენელი ზომები გაატარეს. რისი ეშინია ასე ძალიან ოლიგარქს, რომელიც ტყვიაგაუმტარი აკვარიუმით გადაადგილდება? გაწვრთნილი ძაღლებს  მიმდებარედ  სუპერმარკეტები და აფთიაქები რამდენიმე ხნით ადრე შეამოწმებინეს. კინოლოგებმა საგანგებოდ დაათვალიერეს აკვარიუმიც, სადაც ცოტა ხანში ოლიგარქი შევა. 

ლიზა ლასარეიშვილია რუსთავიდან პირდაპირ ეთერში.

მსგავსი სიახლეები