წერტილი დასმულია - ბერდია სიჭინავა ამბობს, რომ ხაზარაძესთან მოლაპარაკება დასრულებულია

19.09.24 21:28
წერტილი დასმულია - ბერდია სიჭინავა ამბობს, რომ ხაზარაძესთან მოლაპარაკება დასრულებულია

წერტილი დასმულია - ხაზარაძესთან მოლაპარაკება დასრულდა მაშინ, როცა ჩვენმა პოლიტიკურმა პარტიამ გაავრცელა განცხადება, - ამის შესახებ “გახარია საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბერდია სიჭინავამ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.

რაც შეეხება საღამო 19:00 საათზე პრეზიდენტის სასახლეში შემდგარ შეხვედრას, სიჭინავა ამბობს, რომ პრეზიდენტთან კომუნიკაცია, სხვადასხვა საკითხებზე, მუდმივი პროცესია. სხვა დეტალებზე საუბრისგან ის თავს იკავებს.

მე ვფიქრობ, იმ ადამიანებმა უნდა ისაუბრონ დეტალებზე, ვინც უშაუალოდ ესწრებოდა შეხვედრას“- დასძინა მან.

სიჭინავა, ამ დღეებში გამართულ პროცესებს პოზიტიურად აფასებს და ამბობს, რომ პარტიებმა შეძლეს ერთმანეთის მიმართ ნაბიჯების გადადგმა.

ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის, ყოველთვის, ამოსავალი წერტილი იქნება სახელმწიფოს ინტერესები და მისი მსახურება და ამ მიზნის გარშემო, ჩვენ მზად ვიყავით და მზად ვართ, გადავდგათ კომპრომისული ნაბიჯები და პარტიული ინტერესებზე მაღლა სახელმწიფოს ინტერესები დავაყენოთ“- განაცხადა სიჭინავამ.

 

სიჭინავა ამბობს, რომ ბარიერები, რომლებიც ვერ გადაილახა,მათი გუნდისგან გამოწვეული არ ყოფილა.

გუნდმა, მაღალი სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, საკუთარ პარტიაზე თქვა უარი, ნომერზე უარი, უპირობოდ შევდიოდით იმ პოლიტიკურ პლატფორმაზე, რომელიც გარკვეულ მოლოდინებს გააჩენდა, - დასძინა მან.

ამასთან, სიჭინავა ამტკიცებს, რომ ტყუილია ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს, გიორგი გახარია და მამუკა ხარაზარაძე პრეზიდენტთან 16:00 საათზე უნდა შეხვედროდნენ.

“ხაზარაძემ, პერსონალურად გახარიასგან იცოდა, რომ ეს პროცესი იყო დასრულებული“ 

 

მსგავსი სიახლეები