გახარიას გუნდმა ეს მოლაპარაკება სატელეფონო კომუნიკაციით, პრეზიდენტთან შეხვედრამდე ჩახურა - ირაკლი კუპრაძე
კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ “ტვ პირველის “ ეთერში გახარია- ხაზარაძის მოლაპარაკებების დეტალებზე ისაუბრა და თქვა, რომ “გახარიას გუნდმა ეს მოლაპარაკება სატელეფონო კომუნიკაციით, პრეზიდენტთან შეხვედრამდე ჩახურა.“
კუპრაძე მიიჩნევს, რომ გახარიას გუნდისგან, ლევან ცუცქირიძის განცხადების გამო მოლაპარაკების ჩაშლაზე აპელირება, არასწორია.
ოპოზიციონერი ლიდერი კონკრეტულ ციფრებზეც საუბრობს:
ჩვენ გვქონდა ფუნდამენტური შეკითხვები, უკაცრავად , მაგრამ 20 ივნისის ამბავზე ვთქვით, რომ დამოუკიდებელმა პროკურატურამ გამოიძიოს, ასევე ია კერძაიას საქმე, ანაკლიის საქმე - დღეს გახარიას გუნდი ამბობს, რომ ცუცქირიძის განცხადება მთავარი ჩამშლელია ამ მოლაპარაკებაში, რაც გაუგებარია.
გუშინ საღამოს ყველა პრინციპული საკითხი იყო შეთანხმებული, ჩვენი მხრიდან იყო სრული მზაობა, მიუხედავად იმის, მოგვწონდა თუ არა, რადგან ამ ქვეყანაში შუა ველის გაძლიერება სჭირდება. პარიტეტზე შევთანხმდით 50-50 ზე, კონკრეტულ ციფრსაც გეუბნებით, სადაც სრული თანასწორობის პრინციპით, სადაც ერთი და მეორე სუბიექტი თანაბარ პორცესში შემოდიოდა. როგორც გინდათ პროპორცია გადაანაწილეთ, მაგრამ 50-50 -ზე, სადაც “ძლიერ საქართველოს“ აქვს ის პლატფორმა, რომელიც 4 პოლიტიკური სუბიექტისგან შედგება. ჩვენ დავთმეთ ყვეალფრი, რისი დათმობაც შეიძლებოდა, გახარიას გუნდმა ეს მოლაპარაკება სატელეფონო კომუნიკაციით, პრეზიდენტთან შეხვედრამდე ჩახურა. არ მჯერა, რომ ეს პროცესი ცუცქირიძის განცხადების გამო ჩაიშლა“,- ამბობს კურპაძე.
მისივე თქმით, კითვაზე: გუშინდელი საღამოდან დილამდე რა მოხდა და რატომ შეიცვალა გეგმები, პასუხი გახარიამ უნდა გასცეს და მან არ იცის, რატომ შეიცვალა გადაწყვეტილება შეთანხმებაზე.