ანტიდემოკრატიული ქმედებებით საქართველო შორდება ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ გაცხადებულ სურვილს და ხალხის აშკარა ნებას - მეთიუ მილერი

19.09.24 23:43
ანტიდემოკრატიული ქმედებებით საქართველო შორდება ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ გაცხადებულ სურვილს და ხალხის აშკარა ნებას - მეთიუ მილერი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის განაცხადებით, ანტიდემოკრატიული ქმედებებით, ასევე მოწყვლად ჯგუფებზე ზეწოლით საქართველო შორდება ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ თავის გაცხადებულ სურვილს და ხალხის აშკარა ნებას.

მას ჟურნალისტმა ალექს რაუფოღლუმ შემდეგი კითხვა დაუსვა: “საქართველოსთან დაკავშირებით არაერთხელ გვისაუბრია რუსული კანონის შესახებ, თუმცა არსებობს კიდევ ერთი საკანონმდებლო ინიციატივა, მოსკოვის კანონმდებლობის ასლი, რომელსაც „ოჯახური ღირებულებების კანონი“ ეწოდება. უკვე ვნახეთ, რომ ის მიიღეს და რეალური შედეგებიც დადგა. ორი დღის წინ ტრანსგენდერი ქალი მოკლული იპოვეს. რა რეაქცია გაქვთ ამაზე?“

რაზედაც მილერმა შემდეგნაირად უპასუხა

როგორც ვიცი, კანონი ჯერ სრულად არ ამოქმედებულა და კითხვები არსებობს მისი საბოლოო სტატუსის შესახებ – გახდება თუ არა ის კანონი. მაგრამ, როგორც უკვე თვეებია, ვამბობთ, ანტიდემოკრატიული ქმედებებით, ასევე მოწყვლად და მარგინალიზებულ ჯგუფებზე ზეწოლით საქართველო შორდება ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ გაცხადებულ სურვილს და ხალხის აშკარა ნებას. ეს კანონი სწორედ ამ ტენდენციის გაგრძელებაა“.


 

მსგავსი სიახლეები