“მაგნიტსკის სიაში” ქართველი მაღალჩინოსნების მოხვედრა, უმძიმესი რეპუტაციული ზიანია ქვეყნისთვის - ლომჯარია
ყოფილი სახალხო დამცველი, პლატფორმის - „საქართველოს ევროპული ორბიტა“ დამფუძნებელი, ნინო ლომჯარია „ონცების“ მაღალჩინოსნებისთვის შტატების მიერ დაწესებულ სანქციებზე საუბრობს და ამბობს, რომ “მაგნიტსკის სიაში” ქართველი მაღალჩინოსნების მოხვედრა, უმძიმესი რეპუტაციული ზიანია ქვეყნისთვის.
ლომჯარიას თქმით, ამ სიაში მოხვედრა ნიშნავს, რომ “შენ ძალიან მძიმედ და უხეშად არღვევ ადამიანის უფლებებს. “
რომ ვიგებდით ასეთ ამბებს, რომ კადიროვი, ლუკაშენკო და სხვები დაასანქცირეს, გვეგონა, რომ სადღაც სხვაგან, ცუდ, არადემოკრატიულ და დიქტატორულ ქვეყნებში ხდებოდა, მაგრამ დღეს ჩვენთანაც მოხდა და საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირები “მაგნიტსკის სიაში” არიან, ამ სიაში რომ ხვდები, ნიშნავს, რომ შენ ძალიან მძიმედ და უხეშად არღვევ ადამიანის უფლებებს. ეს არის უმძიმესი რეპუტაციული ზიანი ქვეყნისთვისაც და ჩვენთვისაც. ამ სიაში შეყვანილი ადამიანები სასამართლოში, პარლამენტში და ბევრგან გვყავს“, - ამბობს ლომჯარია.
ყოფილი სახლახო დამცველი ევროკავშირის მხრიდან ვიზების შესაძლო შეჩერების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზეც საუბრობს და ამბობს, რომ “ტექნიკურად ეს შესაძლებელია, რადგან არ ითხოვს კონსესუსს, შეწყვეტისგან განსხვავებით და თუ ევროკაშირი ჩათვლის, რომ ქვეყანა არღვევს ნაკისრ ვადებულებებს, ეს შესაძლებელია მოხდეს.
ეს ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩაგავყენებს, დავრჩებით იზოლირებული, გარიყული, რუსულ ორბიტაზე მყოფი ქვეყანა. ეს პერსპექტივა ძალიან მძიმეა, რომელიც არ უნდა დავუშავათ“, -დასძინა მან.