ივანიშვილის ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში, სავარაუდოდ, უვიზო რეჟიმი გაუქმდება - სამადაშვილი

20.09.24 11:23
ივანიშვილის ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში, სავარაუდოდ, უვიზო რეჟიმი გაუქმდება - სამადაშვილი

"ძლიერი საქართველოს" ლიდერი, სალომე სამადაშვილი ვარაუდოს, რომ ივანიშვილის ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში უვიზო რეჟიმი გაუქმდება. 

სამადაშვილის თქმით, დანამდვილებით შეუძლია თქვა, რომ გაფართოების ანგარიშში, რომელსაც ევროკავშირი, სავარაუდოდ არჩევნებამდე გამოაქვეყნებს, რეკომენდაციას არ გაუწევს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას საქართველოსთან. 

ეს ანგარიში ჯერჯერობით არ იტყვის, რომ სტატუსიც უნდა ჩაიხნას - ამბობს სამადაშვილი. 

თუ საქართველოს სურს, რომ უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან იქნას შენარჩუნებული, ამის ერთადერთი გზა არის, რომ ბიძინა ივანისვილი ჩამოშორდეს ქვეყნის მართვის სადავეებს. იმიტომ, რომ ამ ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკა შეუძლებელს ხდის ევროკავშირისთვის, რომ შეინარჩუნოს უვიზო მიმოსვლა ევროპასთან და დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ივანიშვილის ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში, სავარაუდოდ, უვიზო რეჟიმი გაუქმედება. გაფართოების შესახებ მოხსენება, რომელსაც გამოაქვეყნებს ევროკავშირი, სავარაუდოდ, არჩევნებამდე, ეს ანგარიში, მე დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ რეკომენდაციას არ გაუწევს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას საქართველოსთან. ნუ ახლა, ეს ანგარიში ჯერჯერობით არ იტყვის, რომ სტატუსიც უნდა ჩაიხნას, იმიტომ, რომ არჩევნებს ელოდება ყველა და არჩევნებზე, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, უკვე იქნება შესაძლებელი, რომ ჩვენ დავუბრუნდეთ ევროპულ დღის წესრიგს", - განაცხადა სამადაშვილმა. 

ევროკავშირი მზად არის საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შეაჩეროს თუ “ქართული ოცნება” თავის ავტორიტარულ ტრაექტორიას გააგრძელებს - ინფორმაციას Politico ევროკომისიის პრესსპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც გამოცემა  ევროკომისიის სპიკერზე დაყრდნობით წერს, “ყველა ვარიანტი განიხილება” თუ “ქართული ოცნება” თავის ავტორიტარულ ტრაექტორიას გააგრძელებს, “მათ შორის ვიზალიბერალიზაციის რეჟიმის პოტენციალური დროებითი შეჩერება.”

მსგავსი სიახლეები