ჭიაბერაშვილი: "ოცნებამ“ საფრთხის ქვეშ დააყენა ქართველი ხალხის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი ევროკავშირთან - უვიზო მიმოსვლა
„ქართულმა ოცნებამ“ საფრთხის ქვეშ დააყენა ქართველი ხალხის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი ევროკავშირთან - უვიზო მიმოსვლა“ - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხესთან დაკავშირებით განაცხადა.
ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, სწორედ ამიტომ 26 ოქტომბერს "ოცნების" ხელისუფლება ერთიანი ძალებით უნდა დამარცხდეს, რათა შენარჩუნებულ იქნას უვიზო მიმოსვლაც და სარგებელი ევროკავშირისგან, მათ შორის 14 მილიარდიანი დახმარება.
„ქართულმა ოცნებამ“ საფრთხის ქვეშ დააყენა ქართველი ხალხის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი ევროკავშირთან - უვიზო მიმოსვლა და თუკი „ქართული ოცნება“ დარჩება ხელისუფლებაში, ქართველი ხალხი ამას დაკარგავს. არავის არ ქართველი ხალხისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმება, უბრალოდ ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ აიძულებს ჩვენს პარტნიორებს ასეთი ნაბიჯების გადადგმას, ამიტომ 26 ოქტომბერს ეს ანტიქართული, ანტიჰუმანური პოლიტიკური ძალა უნდა დავამარცხოთ ჩვენი ერთიანობით და რა თქმა უნდა, უნდა შევინარჩუნოთ უვიზო მიმოსვლაც და მივიღოთ უფრო მეტი სარგებელი ევროკავშირისგან, მათ შორის ის 14 მილიარდიანი დახმარება, რომელიც წამოვა საქართველოსკენ, რომ აქ საქართველოში იყოს ევროპული ტიპის კეთილდღეობა.“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
ევროკავშირი მზად არის საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შეაჩეროს თუ “ქართული ოცნება” თავის ავტორიტარულ ტრაექტორიას გააგრძელებს - ინფორმაციას Politico ევროკომისიის პრესსპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც გამოცემა ევროკომისიის სპიკერზე დაყრდნობით წერს, “ყველა ვარიანტი განიხილება” თუ “ქართული ოცნება” თავის ავტორიტარულ ტრაექტორიას გააგრძელებს, “მათ შორის ვიზალიბერალიზაციის რეჟიმის პოტენციალური დროებითი შეჩერება.”