"ივანიშვილი მუდმივად ცდილობს საზოგადოების გახლეჩას, დაპირისპირებას და პროპაგანდირებს ძალადობას“- ბოკუჩავა

20.09.24 12:47
"ივანიშვილი მუდმივად ცდილობს საზოგადოების გახლეჩას, დაპირისპირებას და პროპაგანდირებს ძალადობას“-  ბოკუჩავა

ბიძინა ივანიშვილის გზავნილებზე, რომ ოპოზიციას არეულობა სურს, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ უპასუხა, რომ სინამდვილეში სწორედ "ქართული ოცნება" და ბიძინა ივანიშვილი პროპაგანდირებენ ქვეყანაში ძალადობას.

მისივე თქმით, “ივანიშვილი მუდმივად ცდილობს საზოგადოების გახლეჩას, დაპირისპირებას, პროპაგანდირებს ძალადობას და თავის ჩინოვნიკებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს იყენებს ძალადობის ინსტრუმენტად საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ.“

12 წლის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილს არასოდეს უცდია ქართველი ხალხის გაერთიანება და შერიგება, ნაცვლად ამისა, ის მუდმივად ცდილობს საზოგადოების გახლეჩას, დაპირისპირებას, პროპაგანდირებს ძალადობას, თავის ჩინოვნიკებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს იყენებს ძალადობის ინსტრუმენტად საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ. ეს არის ის, რაზეც, დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი ბიძინა ივანიშვილს გასცემს პასუხს, მათ შორის, იმ სამარცხვინო, ამაზრზენ და მოღალატეობრივ განცხადებაზე, სადაც ის მოითხოვდა, რომ ქართველმა ხალხმა, ქართულმა სახელმწიფომ მტრის წინაშე, ოკუპანტის წინაშე მოიხადოს ბოდიში. ამაზე, დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხისგან მტკიცე პასუხს მიიღებს 26 ოქტომბერს", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მსგავსი სიახლეები