“ოცნება" აგებს არჩევნებს, ამაზე მეტყველებს მათი რიტორიკაც და ის ძალადობაც, რომელსაც ახორციელებენ ოპოზიციური პარტიების მიმართაც" - ბეჟაშვილი

20.09.24 13:03
“ოცნება" აგებს არჩევნებს, ამაზე მეტყველებს მათი რიტორიკაც და ის ძალადობაც, რომელსაც ახორციელებენ ოპოზიციური პარტიების მიმართაც" - ბეჟაშვილი

Edison Research-ის ბოლო კვლევასთან დაკავშირებით საუბრის დროს "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, ლევან ბეჟაშვილი ამბობს, რომ კვლევამ საკმაოდ მნიშვნელოვანი ტენდენციები გამოკვეთა.

მისი თქმით, არჩევნების მოახლოებასთან ერთად ცხადია, რომ "ქართული ოცნება" აგებს არჩევნებს.

არჩევნების მოახლოებასთან ერთად ცხადია, რომ "ქართული ოცნება" აგებს არჩევნებს. ამაზე მეტყველებს მათი რიტორიკაც და ის ძალადობაც, რომელსაც ახორციელებენ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" და სხვა ოპოზიციური პარტიების მიმართაც. იმავდროულად, გამოიკვეთა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტენდენცია, რომ კოალიციურ მთავრობას ექნება საკმარისი ხმების რაოდენობა იმისათვის, რომ ჩამოაყალიბოს მთავრობა და უზრუნველყოს ამ ქვეყნის განვითარება ევროპის მიმართულებით. ამ ვითარებაში ცხადია, საქართველომ უნდა გააკეთოს არჩევანი ევროპული კეთილდღეობის სასარგებლოდ", - განახადა "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა.

შეგახსენებთ, Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, "ქართული ოცნება - დემოკრატიული მოძრაობა" ამომრჩეველთა ხმების 32,3%-ს, ხოლო კოალიცია "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა" - 20%-ს მიიღებდნენ.

მსგავსი სიახლეები