ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს არჩევნებზე დაკვირვების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ - ჰერჩინსკი
ჩვენ ვენდობით ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, რომლებსაც უნდა ჰქონდეთ არჩევნებზე დაკვირვების შესაძლებლობა, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში IDFI-თან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. პაველ ჰერჩინსკიმ პოლიტიკურ პარტიებს, განსაკუთრებით კი მმართველ გუნდს მოუწოდა, ზურუნველყონ, რომ ქვეყანაში არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდეს.
ძალიან მნიშვნელოვანია, მოსალოდნელი არჩევნები იყოს თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არ უნდა იყოს ძალადობა. ყველაფრის ფასად ძალადობა თავიდან უნდა აიცილოთ. ყველა პოლიტიკურ პარტიას მოვუწოდებ, განსაკუთრებით მთავრობას, დარწმუნდნენ, რომ არჩევნები ევროკავშირის და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩატარდება. ჩვენ ვენდობით ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, რომლებსაც უნდა ჰქონდეთ არჩევნებზე დაკვირვების შესაძლებლობა, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.
IDFI-ს ხელმძღვანელი ნინო დოლიძე ამბობს, რომ ელჩთან შეხვედრამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ევროკავშირი სამოქალაქო ორგანიზაციების გვერდით დგას.
ეს ვიზიტი იყო, კიდევ ერთხელ იმის ჩვენება, რომ ევროკავშირი დგას სამოქალაქო საზოგადოების გვერდით მას შემდეგ, რაც იქნა მიღებული რუსული კანონი და ისინი მხარს უჭერენ სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობას, ამ შემთხვევაში, „სამართლიანი არჩევნების“ საქმიანობას არჩევნებზე დაკვირვებასთან დაკავშირებით და ჩვენ გვაქვს მიმდინარე ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტი, რომლითაც ვაკვირდებით როგორც წინასაარჩევნო პერიოდს, ასევე არჩევნების დღეს, - თქვა ნინო დოლიძემ.