ქაოსის და ნგრევის უკან, რაც ახლა უკრაინაში ხდება და რაც 2008 წელს საქართველოში ხდებოდა, რუსეთი დგას - ჰერჩინსკი

20.09.24 14:38
ქაოსის და ნგრევის უკან, რაც ახლა უკრაინაში ხდება და რაც 2008 წელს საქართველოში ხდებოდა, რუსეთი დგას - ჰერჩინსკი

EU-ს პოზიცია ნათელია, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას არა მხოლოდ დეკლარაციებით, არამედ საქმითაც, - ასე პასუხობს ევროკავშირის ელჩი ჟურნალისტების შეკითხვას, როგორია მისი პოზიცია ივანიშვილის დაანონსებულ "ბოდიშთან" დაკავშირებით. 

ევროკავშირის პოზიცია ყოველთვის კრისტალურად ნათელია, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ამას მხარს ვუჭერთ არა მხოლოდ დეკლარაციებით და სიტყვებით, არამედ საქმითაც, თქვენ გაქვთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ადგილზე, გყავთ ევროკავშირის დამკვირვებლები, რომლებიც მხარს უჭერენ ადგილობრივ მოსახლეობას, რომლებიც იტანჯებიან რუსეთის ოკუპაციის გამო,- აღნიშნა ელჩმა. 

პაველ ჰერჩინსკი  პირდაპირ თქვა, რომ ნგრევის და ქაოსის უკან, რომელიც საქართელოსა და უკრაინაში მოხდა, მათ შორის რიგ სხვა ქვეყნებშიც, სწორედ რუსეთი დგას.

რაც შეეხება 2008 წლის ომს, ნება მომეცით, გარკვევით ვთქვა, რომ ქაოსის, ნგრევის უკან, რომელიც ახლა უკრაინაში მიმდინარეობს და 2008 წელს საქართველოში ხდებოდა და ასევე მსოფლიოს ბევრ სხვა ტერიტორიაზე, მათ შორის სირიაში, საჰელში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, დგას რუსეთი. რუსეთი ყოველთვის დაინტერესებული იყო და დაინტერესებულია დესტაბილიზაციით, ქაოსით. ჩვენთვის, ევროკავშირისთვის, რუსეთის ნეოკოლონისტური და იპერიალისტური ამბიციები მიუღებელია. მოვუწოდებთ ყველას, პატივი სცენ კანონის უზენაესობას. მიუღებელია, როდესაც უფრო დიდი და ძლიერი ქვეყანა იჭრება უფრო პატარა მეზობლის ტერიტორიაზე. სწორედ ამიტომ ვდგავართ უკრაინის გვერდით და სწორედ ამიტომ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, - აღნიშნა დიპლომატმა.

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა გორში პარტიულ შეკრებაზე განაცხადა, რომ აგვისტოს ომის გამო ქართველებმა ბოდიში უნდა მოიხადონ.  

მსგავსი სიახლეები