ბოჭორიშვილის მტკიცებით, უვიზო მიმოსვლის საკითხით სპეკულირება გრძელდება

20.09.24 15:32
ბოჭორიშვილის მტკიცებით, უვიზო მიმოსვლის საკითხით სპეკულირება გრძელდება

ბოჭორიშვილის მტკიცებით, უვიზო მიმოსვლის საკითხით სპეკულირება გრძელდება - ასე ეხმაურება პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი თავმჯდომარე გამოცემა POLITICO-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიას.

მისი თქმით, "ზოგიერთ ძალებს" ამ მეთოდით არჩევნებზე გავლენის მოხდება სურთ.

გრძელდება უვიზო მიმოსვლის საკითხით სპეკულირება. ეს პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ არის საკითხები, რასაც ზოგიერთი ძალები იმისთვის იყენებენ, რომ გარკვეული გავლენები მოახდინონ არჩევნების შედეგებზე. იყენებენ იმისთვის, რომ შანტაჟის ენით დაელაპარაკონ ქართველ ხალხს და გავლენა მოახდინონ მათ გადაწყვეტილებებზე არჩევნების პროცესში. ამ თემით სპეკულირებას სხვა ახსნა არ აქვს, რადგან შეუძლებელია, წინასწარ საუბრობდე არჩევნების დარღვევებზე, მაშინ, როცა არჩევნები წინაა. საქართველოში არჩევნების ჩატარების გამოცდილება არის და მსგავსი დრამატული შეფასებების გაკეთების საფუძველი არ არსებობს“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ევროკავშირი მზად არის საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შეაჩეროს თუ “ქართული ოცნება” თავის ავტორიტარულ ტრაექტორიას გააგრძელებს - ინფორმაციას Politico ევროკომისიის პრესსპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც გამოცემა  ევროკომისიის სპიკერზე დაყრდნობით წერს, “ყველა ვარიანტი განიხილება” თუ “ქართული ოცნება” თავის ავტორიტარულ ტრაექტორიას გააგრძელებს, “მათ შორის ვიზალიბერალიზაციის რეჟიმის პოტენციალური დროებითი შეჩერება.”

 

მსგავსი სიახლეები