ხიდაშელი: ხელისუფლებას ბელარუსის სცენარის პირველი სერიის განვითარების მცდელობა ექნება მცდელობა, ანუ არჩევნების მოპარვის

20.09.24 15:53
ხიდაშელი: ხელისუფლებას ბელარუსის სცენარის პირველი სერიის განვითარების მცდელობა ექნება მცდელობა, ანუ არჩევნების მოპარვის

თინა ხიდაშელის თქმით, "ოცნების" პოლიტიკა აჩვენებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირთან და ნატოსთან ურთიერთობა არ უნდ და ალტერნატიულ გზებს ეძებს.

"ოცნების" ყოფილი მინისტრი საქართველოში მმართველი გუნდის მხრიდან ბელარუსის სცენარის პირველი სერიის განვითარებას პროგნოზირებს, საუბარია, არჩევნების მოპარვაზე და ახაზგასმით ამბობს, რომ ეს "ოცნებას" არ გამოუვა. 

მთელი ეს პროცესი რატომ არის, რომ ედუარდ შევარდნაძე პრაღაში ჩავიდა ერთ დღეს, ნატოს კარზე დააკაკუნა და თქვა, რომ მას უნდოდა საქართველო გამხდარიყო ნატოს წევრი. ასე დაიწყო ეს ყველაფერი, შემდეგ ამას მოყვა ევროკავშირი, ევროსაბჭო, რომელშიც გავწევრიანდით კიდეც. ახლა, საქართველოს ხელისუფლება ეუბნება მათ, რომ ეს ჩვენ არ გვაინტერესებს, რომ საქართველოსთვის აღარ არის ეს მნიშვნელოვანი საკითხი და ალტერნატიულ გზებს ვეძებთ. პასუხიც შესაბამისი იქნება, იმ შემთხვევაში, თუ "ქართულ ოცნებას" გამოუვიდა ეს პოლიტიკა და არჩევნების შემდეგ ისინი დარჩნენ ხელისუფლებაში. რუსეთი რომ გვერდზე გადავდოთ, საქართველოს ხელისუფლებამ ხმა არ მისცა, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში, ევროკავშირის მიერ ინიცირებულ რეზოლუციას, ბელარუსში, ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ. ამაზეც კი არ შეუძლია საქართველოს ხელისუფლებას, რომ ევროკავშირის გვერდში იდგეს და მასთან ერთად იღებდეს გადაწყვეტილებას, და რა თქმა უნდა, ასეთი პარტნიორი სანდო არ არის.

საქართველოს ხელისუფლებას ექნება მცდელობა, ბელარუსიის სცენარის პირვბელი სერიის განვითარებისა, ანუ არჩევნების მოპარვის, მაგრამ, მაქვს რწმენა, რომელიც ეფუძნება 30 წლიან სახელმწიფოებრიობას ამ ქვეყნის, რომ ეს მას არ გაუვა და ჩვენ ბელორუსიის სცენარის მეორე სერია არ დაგვჭირდება", - განაცხადა თინა ხიდაშელმა. 

ევროკავშირი მზად არის საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შეაჩეროს თუ “ქართული ოცნება” თავის ავტორიტარულ ტრაექტორიას გააგრძელებს - ინფორმაციას Politico ევროკომისიის პრესსპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც გამოცემა  ევროკომისიის სპიკერზე დაყრდნობით წერს, “ყველა ვარიანტი განიხილება” თუ “ქართული ოცნება” თავის ავტორიტარულ ტრაექტორიას გააგრძელებს, “მათ შორის ვიზალიბერალიზაციის რეჟიმის პოტენციალური დროებითი შეჩერება.”

მსგავსი სიახლეები