როგორ მოიაზრებს ნეიტრალური პლატფორმის გაკეთებას გიორგი გახარია

20.09.24 16:16
როგორ მოიაზრებს ნეიტრალური პლატფორმის გაკეთებას გიორგი გახარია

“გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია მიიჩნევს, რომ ახალი ნეიტრალური პლრატფორმის შექმნა გაკეთებადია.

გახარია ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტის შეთავაზებაც, რომ მის პარტიასა და “ლელოს“ შორის მოლაპარაკებები დაწყებულიყო, სწორედ ნეიტრალური პლატფორმით დაიწყო.

ჩვენი მთავარი მიზანი გახლავთ ეს, ჩვენ თუ ვსაუბრობთ გაერთიანებაზე და დიდ მიზანზე, როგორიცაა, ქვეყანაში 2 პოლუსიანობის საბოლოოდ დძლევა და რაც მთავარია, ოცნების ისე დამარცხება, რომ ხელისუფლებაში “ნაციონალური მოძრაობა“ არ დაბრუნდეს, ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა. ჩვენ გვჭირდება თანამშრომლობისთვის სამართლიანი, გამჭვირვალე, პროგნოზირებადაი და ყველასთვის გასაგები პრინციპები. ამისთვის, რა თქმა უნდა, არჩევნებამდე ცოტა დროა დარჩენილი, 2 პარტიის შერწყმა რთული პროცესია, მაგრამ ახალი, დამოუკიდებელი ნეიტრალური პლატფორმა არის გაკეთებადი. 

ნეიტრალური პლატფორმა ნიშანავს იმას, რომ იდენტობა ამ პოლიტიკური პარტიის არ უნდა იყო ისეთი, რომ რეიტინგებით პირველ ხუთეულში შედიოდეს. მინდა გითხრათ ერთი რამ, საერთოდ ის რომ ხაზარაძესთან მოლაპარაკების პროცესში აღმოვჩნდი, არ ვნანობ, ეს დაიწყო ნეიტრალური პლატფორმით. პრეზიდენტის შეთავაზება, რომელმაც დაგვიძახა, დაიწყო ნეიტრალური პლატფორმიდან, მთელი იდეა იყო იმის, რომ შევთანხმებულიყავით სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები, რომ ნეიტრალურ პლატფორმაზე დაგვეარსებინა ახალი სია, ახალი ძალა, მაგრამ შემდგომ ხაზარაძემ თქვა, რომ ბევრი ფული აქვს ჩადებული “ლელოში“ და თქვა, რომ დროის სიმცირის გამოც, ნეიტრალური პლატფორმა შეუძლებელია. ეს იყო ჩემი შეცდომა, მე არ უნდა გამეგრძელებინა საუბარი. მაგრამ საუბრის დროს თანამშრომლობის ისეთი პოტენციალი დავინახე, რომ ჩვენი მხრიდან დათმობების მეტი შესაძლებლობა ვნახეთ და პროცესი ამიტომ წავიდა, თორემ პირველი შეხვედრის შემდეგ ვთქვი, რომ ხვალ ეს საკითხი არის დასასრულებელი, რადგან 5 დღეში საარჩევნო სია იყო წარსადგენი“,- განაცხადა გახარიამ.

პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ დაადასტურა, რომ მამუკა ხაზარაძესთან და "ძლიერ საქართველოსთან" მოლაპარაკები მან ჩაშალა.

ექსპრემიერი მიიჩნევს, რომ მოლაპარაკებების პროცესის არჩევნებამდე ასე ახლოს დაწყება შეცდომა იყო. მისივე თქმით, მათმა გუნდმა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, უარი თქვა, როგორც პარტიაზე, ასევე პარტიულ ნომერზე, თუმცა ამ კომპრომისებმა მეორე მხარეს "მადა აღუძრა", რამაც მოლაპარაკებების პროცესი ჩიხში შეიყვანა. 

მსგავსი სიახლეები