65 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვა - წილოსანის მამა სააპელაციომ გაამართლა
თბილისის სააპელაციო სასამართლომ 65 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვის საქმეზე "ქართული ოცნების" დეპუტატ ნინო წილოსანის მამა, ბადრი წილოსანი და მასთან ერთად ამ საქმეში ბრალდებული პირები გაამართლა.
ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა "პუბლიკა" ავრცელებს და წერს, რომ პალატამ განაჩენი 4 სექტმებერს გამოიტანა, რომლითაც სააპელაციომ ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენი უცვლელი დატოვა.
საქმეში ბადრი წილოსანის გარდა ბრალდებულები იყვნენ: ვლადიმერ აბულაძე (ნინო წილოსანის ყოფილი მეუღლე), მამუკა დოლიძე, ირაკლი ეზუგბაია, დავით ჯინჯოლია, აბელ გიორგობიანი, დავით გელაშვილი და გიორგი ჟღენტი.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.