გიორგი გახარია მამუკა ხაზარაძესთან მოლაპარაკებების განახლებისთვის სამ პრინციპს ასახელებს

20.09.24 16:02
გიორგი გახარია მამუკა ხაზარაძესთან მოლაპარაკებების განახლებისთვის სამ პრინციპს ასახელებს

გიორგი გახარია მამუკა ხაზარაძესთან მოლაპარაკებების განახლებისთვის სამ პრინციპს ასახელებს.

პარტია "საქართველოსთვის" ლიდერის თქმით, ისინი კვლავ მზად არიან შეთანხმებისთვის, ოღონდ საკუთარი პირობებით.

გახარიას თქმით, მოლაპარაკების ის ეტაპი, რომელიც მამუკა ხაზარაძესა და „ძლიერ საქართველოსთან“ „ძველი პრინციპებით“ მიმდინარეობდა, დასრულებულია.

რას არ დათანხმდა ხაზარაძე? ნეიტრალურ პლატფორმას. თქვა, რომ მას ბევრი მილიონი აქვს ჩადებული „ლელოში“, ამიტომ ნეიტრალური პლატფორმა ამის და დროის სიმცირის გამო არის შეუძლებელი. გადაწყვეტილების მიღების პარიტეტულ, სამართლიან პრინციპს - ითქვა, რომ იქ კოალიცია და ბევრი სუბიექტები არიან და ამ სუბიექტებს შორის ურთიერთობა მაშინაც და დღესაც არის გაურკვეველი. კოალიციის დაუშვებლობის პრინციპს არა მხოლოდ „ქართულ ოცნებასთან“, არამედ „ნაციონალურ მოძრაობასთან“.
 

ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, რომელსაც ჩვენ ყოველთვის ვაყენებდით პარტიულ ინტერესებზე მაღლა, ჩვენ უარი ვთქვით ყველაფერზე - პარტიაზე და პარტიულ ნომერზე, რამაც საპასუხო კომპრომისის ნაცვლად კიდევ უფრო მეტი ვადა აღუძრა მეორე მხარეს და საბოლოოდ და სრულად ააცილა ეს მოლაპარაკებები მიზანს. 


ამიტომ, ჩვენ ვუბრუნდებით თავდაპირველ მიზანს და ამ მიზნის მისაღწევად  აუცილებელ პრინციპებს. საჯაროდ ვაცხადებთ ჩვენს მზაობას შემდეგი პრინციპებით: 1 -  ნეიტრალური პლატფორმა და ვთვლით, რომ ეს არის სამართლიანი და უსაფრთხო ყველასთვის. 2 - გადაწყვეტილების მიღების სამართლიანი, პარიტეტული პრინციპი.  3- კოალიციის დაუშვებლობის პრინციპი როგორც „ქართულ ოცნებასთან“, ისე ენმ-თან. 
მე მადლობას ვუხდი საქართველოს პრეზიდენტს, მე მადლობას ვუხდი მამუკა ხაზარაძეს. ეს პროცესი თავად იყო პოზიტიური, რამაც გახადა შესაძლებელი და გააძლიერა შესაძლებლობა მომავალში ჩვენი თანამშრომლობის. მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ამჟამინდელმა სამწუხარო პროცესმა, რომელიც ახლა მიმდინარეობს, იმედგაცრუება არ გამოიწვიოს, - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ დაადასტურა, რომ მამუკა ხაზარაძესთან და "ძლიერ საქართველოსთან" მოლაპარაკები მან ჩაშალა. 

მსგავსი სიახლეები