რატომ ვერ შედგა ხაზარაძე-გახარიას გაერთიანება და რა განმარტებები გააკეთეს ლიდერებმა
მოლაპარაკებები დასრულდა და წერტილიც დასმულია. გიორგი გახარიამ უარი თქვა დოკუმენტის ხელმოწერაზე, რომელსაც 3 დღის განმავლობაში პრეზიდენტთან ათანხმებდნენ. დღეს ორი ლიდერი ერთმანეთს უკვე ბრიფინგების მეშვეობით ესაუბრებოდა. პირველი ტრიბუნასთან გიორგი გახარია დადგა და "ძლიერ საქართველოს", პრაქტიკულად, ულტიმატუმი წაუყენა. მოლაპარაკებების გაახლებას გახარია 3 პირობის დაკმაყოფილების შემდეგ დათანხმდება.
ეს არის, პრაქტიკულად, დანგრევა იმისა, რასაც ჩვენ ვაშენებდით - ხაზარაძის პასუხი გახარიამ ზუსტად 2 საათში მიიღო. მამუკა ხაზარაძე დღესაც მზად არის, ხელი მოაწეროს იმ დოკუმენტს, რომელიც პრეზიდენტის მაგიდაზე დატოვეს. "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა მძიმე მოლაპარაკებების დღემდე უცნობი დეტალებიც თქვა. ირკვევა, რომ 9 პუნქტიან შეთანხმებაზე ყოფილი პრემიერის თანხმობა იყო, თუმცა მეორე დღეს გახარიამ პოზიცია შეცვალა და მოლაპარაკებების მაგიდა ააყირავა.
ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.