საჯარო მოხელეები და მოხუცთა თავშესაფრის მომვლელები - ვინ მიიყვანეს რუსთავში ივანიშვილის მოსასმენად
დიდი კრიზისი "ქართულ ოცნებაში" - 125 ათასიანი ქალაქიდან მმართველმა პარტიამ 5 ათასი მოქალაქეც კი ვერ მიიყვანა მოედნის შესავსებად რუსთავში პარტიულ ღონისძიებაზე. ისე გაუჭირდათ, რომ შველა მეზობელი რაიონებიდან ითხოვეს. საჯარო მოხელეები იძულებით ჩამოიყვანეს ბოლნისიდან, თეთრიწყაროდან და მანგლისიდან. მათ შორის კი იყვნენ თანამშრომლები მოხუცთა თავშესაფრებიდან და ბიბლიოთეკებიდანაც კი.
ხალხი არ მალავს, რომ მუქარას დაემორჩილნენ. ხელმძღვანელებმა ისინი ასეთი არჩევანის წინაშე დააყენეს: ან წავიდოდნენ "ოცნების" პარტიულ ღონისძიებაზე, ან დაკარგავდნენ სამსახურს და წავიდოდნენ სახლში. ფაქტები მძიმეა და სავარაუდო დანაშაულის ნიშნებსაც შეიცავს. იძულებით და შანტაჟით მიყვანილ ხალხს კი შეშინებული ოლიგარქი ისევ დაჯავშნილი აკვარიუმდან ელაპარაკებოდა. ივანიშვილს რომ თავი კიდევ უფრო მეტად უსაფრთხოდ ეგრძნო, ხალხს მიმდებარე სახლებში ფანჯრების გაღებაც კი აუკრძალეს.
ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.