თავდასხმა ოპოზიციაზე ზუგდიდში - ანი წითლიძე მოძალადეების ვინაობას ასაჯაროებს

20.09.24 20:36
თავდასხმა ოპოზიციაზე ზუგდიდში - ანი წითლიძე მოძალადეების ვინაობას ასაჯაროებს

 

 

იდენტიფიცირებულია ყველა მაღალჩინოსანი, ვინც ოპოზიციაზე თავდასხმა დააორგანიზა. სამართალდამცველების გასაკეთებელი საქმე ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლმა გააკეთა. ანა წითლიძე ამტკიცებს, რომ ზუგდიდში ოპოზიციის ლიდერებზე თავდასხმას შს სამინისტროს  მაღალჩინოსანი ხელმძღვანელობდა, ჩხუბში კი საჯარო მოხელეების მონაწილეობდნენ.  

დეპუტატმა დღეს ყველას სახელი და  გვარი გაასაჯაროა. გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო, თუმცა დაპირისპირებიდან 24 საათის შემდეგ არც დაკავებულია ვინმე და არც გამოკითხული. ერთადერთი, ვინც ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში გამოჰკითხეს, ანი წითლიძეა. დეპუტატმა გამომძიებლებს დეტალურად უამბო, როგორ მიუცვივდნენ  "ოცნების" მაისურიანი ზონდერები საარჩევნო შეხვედრის დროს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები