432-ე დადგენილება სტომატოლოგების ფუნქციონირებას საფრთხეში აყენებს - პროტესტი კანცელარიასთან
სტომატოლოგების პროტესტი კობახიძის კაბინეტთან - 700-მდე თეთრხალათიანის ერთობლივი წერილი პრემიერის ადმინისტრაციაში უკვე შევიდა. ექიმები კობახიძისგან იმ დადგენილების გაუქმებას ითხოვენ, რომელიც სტომატოლოგებს ტრენინგებზე დასწრებას და ქულების დაგროვებას ავალდებულებს. ეს კი დიდ დროს და დიდ ფულსაც მოითხოვს, რომელიც სტომატოლოგებმა საკუთარი ჯიბიდან უნდა გადაიხადონ. ამის გამო იძულებულები ხდებიან, მომსახურება გააძვირონ, თუმცა მთლიანად თანხის დაფარვას მაინც ვერ ახერხებენ. მედიკოსები ახლა პრემიერის პასუხის მოლოდინში არიან.
ვრცლად ნახეთ გვანცა ჩხიკვაძის რეპორტაჟში.